მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ქრონიკა+": „რუსთავი 2“-ის გამო ივანიშვილს სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს

,,ქრონიკა+”: „რუსთავი 2“-ის გამო ივანიშვილს სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს

Published on

გაზეთი „ქრონიკა+“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ  რუსთავი 2 – ის  წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი   ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის კატეგორიული მოთხოვნა გახდა. როგორც „ქრონიკა+“ წერს ,  ყოფილი პრემიერი შიშობს, რომ  შესაძლოა სცენარი მისთვის  ხელსაყრელად არ განვითარდეს. ხელისუფლება შესაძლოა აღმოჩნდეს არჩევანის წინაშე – ან  თავი შეიკავოს აღსრულებისგან თავისთვის არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად ან  სპეცრაზმი შეყვანოს ტელევიზიაში ,  რაშიც შესაძლოა  მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუხდეს. გამოცემა ხაზს  უსვამს, რომ მოსალოდნელია  ამის გამო დასავლეთმა  ანგარიშები გაუყინოს ივანიშვილს. 

 „რუსთავი 2“-ის გამო ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. მართალია, მისი ოპონენტები ამბობენ, რომ ის რუსული პროექტია და ამერიკელები არ აინტერესებს, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის, _ ვინ, ვინ და სწორედ ივანიშვილმა იცის, რა როლი ითამაშა 2012 წელს არჩევნების მოგების მერე გართულებების თავიდან აცილებაში ამერიკის მაშინდელმა ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა. იცის ისიც, რომ მისი ფინანსური რესურსების დიდი ნაწილი სწორედ ამერიკაშია დაბანდებული და ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, მას ანგარიშები გაუყინონ, ამიტომ ვერ „დაიკიდებს“ ვერც ამერიკის ელჩის და ვერც სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას. ბოლო დროს მას დიპლომატიის ენაზე ცხადად და მკაფიოდ ეუბნებიან, _ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა დადგება, თუ „რუსთავი 2“, როგორც კრიტიკული ტელევიზია, აღარ იარსებებს,“ – წერს „ქრონიკა +“.

 

 

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...