მთავარისიახლეებისაზოგადოებამთავრობის მხრიდან პროფილის თვალთვალის შემთხვევაში Facebook მომხმარებელს გააფრთხილებს

მთავრობის მხრიდან პროფილის თვალთვალის შემთხვევაში Facebook მომხმარებელს გააფრთხილებს

Published on

„ფეისბუქის“ განცხადებით, სოციალური ქსელი დაიწყებს იმ მომხმარებლის გაფთხილებას, ვინც საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების ან ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის თვალთვალის მსხვერპლია. „ჩვენ ყოველთვის ვდგამთ ნაბიჯებს ჩვენი მომხმარებლის ანგარიშთა დასაცავად, თუმცა გადავწყვიტეთ დამატებით ვიმოქმედოთ და გავაფრთხილოთ მომხმარებელი იმ შემთხვევაში, თუ გვექნება მყარი ეჭვი, რომ მის ექაუნთზე ხელისუფლება და ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ჰაკერულ თავდასხმას ახდენს. მიგვაჩნია, რომ ასეთი თავდასხმები ძალიან სახიფათოა და ამიტომ ყველანაირ თანადგომას ვუცხადებთ მომხმარებლებს, რათა მათ საჭირო ნაბიჯები გადადგან მსგავსი თავდასხმის ასაცილებლად“, – აღნიშნა „ფეისბუქის“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექს სტამოსმა. 2014 წლის ნომბერში „ფეისბუქის“ მიერ გამოქვეყნებული გამჭვირვალობის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლებების მიერ სოციალური ქსელის მიმართ თხოვნა მომხმარებლის მონაცემების მიწოდების თაობაზე 24%-ით მეტი იყო 2014 წლის პირველ ნახევარში, 2013 წლის მეორე ნახევართან შედარებით. 

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...