მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების საჯარო ჩვენებას სოციალურ ქსელში უკიდურესად ნეგატიური რეაქცია...

ზუგდიდში ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების საჯარო ჩვენებას სოციალურ ქსელში უკიდურესად ნეგატიური რეაქცია მოყვა

Published on

გუშინ  ზუგდიდის ცენტრში, უკრაინულ მედიაში გავრცელებული   ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების საჯარო ჩვენებასა და განხილვას,  რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, სოციალურ ქსელში უკიდურესად ნეგატიური რეაქცია მოყვა.  

,,ქალაქ ზუგდიდის მერიაში  დასაქმებულო ადამიანებო, მათ შორის ისეთებო, ვისაც ზუგდიდში წესიერ ადამიანებად გიცნობენ – ხმის ამოღებას არ აპირებთ?
ირაკლი გოგოხია – ქალაქ ზუგდიდის მერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ NDI-ს კვლევების მიხედვით ყველაზე საქმიან მერად დასახელდა, სინამდვილეში ერთი უთავმოყვარეო ადამიანი აღმოჩნდა – ისე ჰყავთ გამოჭერილი, რომ სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების ქუჩაში ჩვენებაზე თავად რომ არ მისულიყო, ისიც კი ვერ მოახერხა.
ეს ქალაქი არ იმსახურებს ასეთ ხელმძღვანელებს და ეს ქალაქი მიხედავს ამ საკითხს.,. – წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა თავის ფეისბუქგვედზე.

ძალადობის ამსახველი მასალის ზუგდიდის ბულვარში ჩვენების ინიციატორები ისეთივე მოძალადეები არიან, როგორც ამ ვიდეოს შემქმნელები… ავადმყოფები ხართ!!! თქვენი ადგილი სახელმწიფო თანამდებობებზე და კაბინეტებში კიარა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია ( ჟურნალისტი გურამ როგავა)

საკრებულოს წევრი კახა მიქაია წერს: -„ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში, ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით, დიდ მონიტორზე მიმდინარეობს გუშინ გავრცელებული კადრების ჩვენება. მივმართავ ხელისუფლებას. შონიებო, გოგოხიებო, ქვარაიებო და ა.შ. თქვენს სიბრიყვეს მართლა არ აქვს საზღვარი, ამ საქციელით თქვენ ნაციონალებსაც კი გადააჭარბეთ. 

 

ჟურნალისტი ნანა ფაჟავა საჯაროდ მიმართავს ზუგდიდის მერიას და საკრებულოს: -„ზუგდიდის მერია და საკრებულო! თქვენ მართლა ბრიყვებოოოო! ეს რა ჩაიდინეთ! როგორ აჩვენეთ ქალაქის ცენტრში გუშინ გავრცელებული წამების კადრები?!..ბავშვებს და მოზარდებს დიდი ეკრანიდან აჩვენეთ ეს სადიზმი არა?! ქალაქის მერი, ირაკლი გოგოხია კი ამ წუთებში სატელევიზიო კომენტარს აკეთებს თურმე, ყველამ უნდა ნახოს ეს კადრებიო???!!!  რაც საჭიროა იმაში უვარგისები ხართ და ამაშიც გამოხვედით ლიდერები?! თქვენც დაისჯებით ამ საქციელისთვის ისე, როგორც თქვენი მოძმე ნაცები!!!!“

,,გამგებელი, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს ასეთი ,,კინოსეანსი", თავად ესწრებოდა კონოჩვენებას. წამება რომ უსაშინლესი დანაშაულია, ამაზე ხომ თითქმის ყველასსაერთო აზრი გვაქვს. წამების კადრების ტირაჟირებაც არანაკლები დანაშაულია." -(ფორუმ გე)

,,ნებისმიერი ფსიქოლოგი იტყვის, ტრომასეთების ჩვენება ბავშვების ფსიქიკაზე ზუსთაფდ ისეთი ძალადობაა, როგორიც ფირებზეა ასახული. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი რამ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ითვლება. ეს ძალადობის პრევებცია არაა, ეს მომავალი მოძალადეების აღზრდის ,,მშვენიერი" და ეფექტური საშუალებაა!. ( ფორუმ გე) 

შეგახსენებთ, აღნიშნული ვიდეოს საჯაროდ ჩვენებაზე  ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. 

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...