მთავარისიახლეებისაზოგადოებავის ეკუთვნის ქართული მედია?

ვის ეკუთვნის ქართული მედია?

Published on

 "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ"  გამოაქვეყნა ანგარიში  მის მიერ ჩატარებული კვლევის  – "ვის ეკუთვნის ქართული მედია" შედეგების შესახებ 

,,მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მედიასაშუალების მესაკუთრეს აქვს ან ჰქონდა გარკვეული კავშირი მმართველ კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" ან ამჟამად ოპოზიციაში მყოფ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან", დღეის მონაცემებით, ქართული პოლიტიკის აქტიური სუბიექტები არ ფლობენ და არ აფინანსებენ არც ერთ მსხვილ მედიასაშუალებას, – ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშსი 
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიზანია, ერთის მხრივ, გაანახლოს ინფორმაცია მსხვილი მედიასაშულებების მფლობელობაზე და წარმოაჩინოს ამ მედიასაშუალებებზე მიმდინარე ცვლილები, ხოლო მეორეს მხრივ ყურადღება გაამახვილოს ონლაინ მედიის მფლობელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ანგარიში ძირითადად ეფუძნება 2014 წელს გამოქვეყნებულ კვლევას და მას ემატება ახალი ონლაინ მედიასაშუალებების შესახებ ინფორმაცია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ანგარიშის თანახმად, საქართველოში მედიასაშუალებების მფლობელობა გამჭვირვალეა. 
"ბოლო ერთი წლის მანძილზე მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა. არც ერთ მსხვილ მედიასაშუალებას პირდაპირ არ ფლობს რომელიმე პოლიტიკური ძალა", – აღნიშნულია ანგარიშში. 
მასში ასევე საუბარია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებით წამოწყებულ სასამართლო დავაზე, რომელსაც ანგარიშის ავტორების აზრით, სავარაუდოდ პოლიტიკური კონტექსტი აქვს, რამაც შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს მედიის თავისუფლების ხარისხზე. 

სიახლეები

მინისტერიალზე საქართველოს მიწვევა ელჩის დონეზე მიუღებელია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალზე არ არის მიწვეული საქართველოს საგარეო...

რა თქვა დონალდ ტრამპმა გაეროს ტრიბუნიდან

გაეროს ტრიბუნიდან დონალდ ტრამპის ციტატების კრებული: 🔹არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების სადარი სხვა ქვეყანა. 🔹აშშ-ს აქვს...

ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს – ევროკომისია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და...

“დილით არჩევნებზე და საღამოს აქციაზე” ივანიშვილის თამაშია – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 4 ოქტომბერს...