მთავარისიახლეებისაზოგადოებასადაც ღარიბაშვილის ცოლის ნათესავები, იქ ურთმელიძის დედაც

სადაც ღარიბაშვილის ცოლის ნათესავები, იქ ურთმელიძის დედაც

Published on

მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2 – ის  პროცესზე განაცხადა, რომ მისი დედა მდინარა გიორგობიანი არ არის მისი ოჯახის წევრი. მისივე თქმით ის იყო დისტანცირებული იმ საქმისგან, რომელიც მისი დედის წინააღმდეგ მიმდინარეობს. 

ურთმელიძე ასევე განმარტავს, რომ მისი ცოლის მიერ facebook-ზე გამოქვეყნებული სტატუსი არ იყო მასთან შეთანხმებული. 

ეს განმარტებები მოსამართლე ურთმელიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც მან არ დააკმაყოფილა რუსთავი 2 – ის მოთხოვნა მისი  აცილების შესახებ.

შეგახსენებთ, მსგავსი განცხადება თავის დროზე გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმაც – ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის

ურთმელიძის განცხადებას  სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეხმაურება:  ,,დედა,რომელიც არ არის ოჯახის წევრი-მოსამართლე ურთმელიძე ამ სიტყვებით შევა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში……!!!!!……ჰკითხეთ საკუთარ თავებს, რამდენი თქვენგანი იტყოდით ამ სიტყვებს,თუნდაც ყველაზე კრიტიკულ და გამოუვალ სიტუაციაში…..მგონია რომ-არც ერთი!!!!!!………რა არ მსმენია და რა არ გამიგია და მსგავსი არაფერი…….p.s—მძიმე ბავშვობა ჰქონია მაგ კაცს…..დედაჩემი არის ჩემი ოჯახის უპირველესი წევრი და ჩემს სიკვდილამდე ასე იქნება!!!!!შვილიც ვერ დადგება მის წინ….Mari Grigolia—-როდესმე ეს სიტყვები რომ მოვისმინო შენგან ,თავს მოვიკლავ ,,გამზრდელივით, სახალხოდ ვდებ პირობას!!!!!! – წერს ინგა გრიგოლია



 

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...