მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავი2 - ის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა

რუსთავი2 – ის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.პარალელურად, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ქიბარ ხალვაშის სარჩელს განიხილავს. სხდომაზე რუსთავი 2-ის ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს, თუმცა, ურთმელიძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გააკეტა განცხადება, რომ არ აპირებს საქმის განხილვის თავიდან აცილებას, რუსთავი 2-ის იურისტებმა მოითხოვეს, მოსამართლის აცილების შუამდგომლობის წარსადგენად აუდიო-ვიზუალური საშუალებების გამოყენება, მოსამართლემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სხომაზე ტექნიკური სამუშაოების განსახორციელებლად რამდენიმე წუთით შესვენება გამოცხადდა. მასალაში წარმოდგენილი იქნება რუსთავი ორის და მისი გენერალური დირექტორის მისამართით მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მეუღლის მიერ ფეისბუკში გაკეთებული განცხადებები. ამასთანავე ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები. დაცვის მხარის განცხადებით მოსამართლე ზეწოლას განიცდის პროკურატურის მხრიდან.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სიძეზე ნაჯახით განხორციელებული თავდასხმის გამო პროკურატურა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას აპირებდა. ტელეკომპანიის ცნობით, ამით პროკურატურა ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეზე. პროკურატურამ ზეწოლა უარყო, მაგრამ მართლაც წაუყენა ბრალი მოსამართლის დედას ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე.

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...