მთავარისიახლეებისაზოგადოებამედიაექსპერტები და ჟურნალისტები საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურებიან

მედიაექსპერტები და ჟურნალისტები საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურებიან

Published on

დღეს არა მხოლოდ “რუსთავი-2″-ის და მედიის თავისუფლების ხარისხის ბედი წყდება, არამედ სასამართლო დამოუკიდებლობისაც , – აცხადებს  მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე. 

“მე მაინც მგონია, რომ პროცესები ცოტა სხვაგვარად წარიმართება. ყოველ შემთხვევაში, თავად მოსამართლემ და იმ ადამიანებმა, ვინც დღეს ამ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, ძალიან კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოს ისევე სჭირდება დამოუკიდებელი და ძლიერი მედია, როგორც სჭირდება დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ და დასძინა, რომ დღეს სწორედ ამ ორი ტესტის ჩაბარება მოუწევს ერთ მოსამართლეს.

"ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი"- ასე აფასებს ელისო კილაძე "რ2"-ის სასამართლო პროცესს. ხელისუფლება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ხელით ებრძვის მედიას, რუსთავი 2“ გამონაკლისი არაა, ყველა გაზეთს საქმე წააგებინა ურთმელიძემ. თუ დღეს გაუვათ "რუსთავი 2"-თან ხვალ გაუვათ ყველა იმ მედიასაშუალებასთან, რომელიც ივანიშვილს ნერვებს უშლის და ხელისუფლების ნაკლოვანებებს ააშკარავებს. მე მინდა გავაფრთხილო ჩემი მეგობრები „ქართული ოცნებიდან“, სააკაშვილის იმიჯის დემონტაჟი დაიწყო იმედის დარბევის მერე, ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი დაიწყება "რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ძალისმიერი ან თუნდაც ე.წ სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედების შემდეგ. ივანიშვილს და ღარიბაშვილს ამ ქმედებებს არავინ არ გაუპრავებს უცხოეთში, რადგან დამოუკიდებელი მედია ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთადერთი მონაპოვარია. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას შეწყვიტოს მედიის წინააღმდეგ ეს მასკარადი. ურთმელიძე არაა მოსამართლე, ისაა მედიაზონდერი“- განაცხადა ელისო კილაძემ.

 

 

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...