მთავარისიახლეებისაზოგადოებადიმიტრი ლორთქიფანიძე ავრცელებს მოწოდებას შეიქმნას საგანგებო კოალიცია, რომელიც ნებისმიერი ხერხით იბრძოლებს...

დიმიტრი ლორთქიფანიძე ავრცელებს მოწოდებას შეიქმნას საგანგებო კოალიცია, რომელიც ნებისმიერი ხერხით იბრძოლებს ნაციონალური მოძრაობის ლიკვიდაციისათვის

Published on

 "დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: . "ნაციონალური მოძრაობა" გადადის შეტევაზე და აპირებს, რომ "რუსთავი 2"-ის დაცვის საბაბით შეიკრიბოს ღია ცის ქვეშ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებები. დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენი, საზოგადოების კონსტიტუციური უფლებაც არის, რომ შევწყვიტოთ ის წყარო. ხელისუფლების განხორციელების წყარო არის ხალხი. ჩვენ, საზოგადოებას გვაქვს სრული უფლება, გადავკეტოთ ეს წყარო.

ასე რომ, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გადავიდეთ იმ რეჟიმში, რომ რასაც არ გააკეთებს და აღასრულებს "ქართული ოცნება", შეიქმნას საგანგებო კოალიცია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი "ნაციონალური მოძრაობის" სახით იყოს დასჯილი. ამას განვახორციელებთ ნებისმიერი ხერხისა და გზის გამოყენებით. თუკი ეს არ აღსრულდება ლეგიტიმურად, ამას აღასრულებს ხალხი", – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

დღესვე "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისთან რამდენიმე ადამიანი მივიდა პარტიის ოფისის კარი აჭედა და ფანჯრებზე გამოაკრა წარწერა "ლიკვიდირებულია". "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ისინი აცხადებენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ, გორში მცხოვრებლები არიან და ინტერნეტით გავრცელებული კადრების შემდეგ გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ გაეპროტესტებინათ "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობა. 

"ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი ადამიანია შემორჩენილი "ნაციონალური მოძრაობიდან" ხელისუფლებაში. გარდა ამისა, მათაც ვისაც ხელისუფლების რიგების დატოვება მოუხდა, მაინც არ ჩერდებიან და კვლავ აქტიურობენ, აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ხალხის გაღიზიანებას იწვევს", – განაცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეკრებილებმა. 
ოფისში ამ დროისთვის არავინ არ იმყოფებოდა, შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისის წარმომადგენებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეკრებილი "ქართული ოცნების" აქტივისტებმა  ოფისის კარები შეამტვერიეს და შენობაში შეჭრას ცდილობენ.  ცოცხებითა და კვერცხებით შეიარაღებული ადამიანები " გაძევებას ითხოვენ. 

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

 

 

 

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...