მთავარისიახლეებიეკონომიკა1 ნოემბრიდან იწყება უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირება ბიუჯეტის ...

1 ნოემბრიდან იწყება უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირება ბიუჯეტის ხარჯზე

Published on

ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის ხარჯზე ექსპერიმენტებს აგრძელებს: ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, 1 ნოემბრიდან კიდევ ერთი ახალი რეგულაცია უნდა ამოქმედდეს –  უალკოჰოლო სასმელები ელექტრონული მარკირების წესს დაექვემდებარება. საფასურს ბიუჯეტი გადაიხდის.

მეწარმეები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი არგუმენტებით ასაბუთებენ, რომ ახალი რეგულაცია აზარალებს როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებელს და ქვეყნის ბიუჯეტს. ფინანსთა სამინისტროს არგუმენტები არ აქვს, მინისტრი კი მეწარმეებთან შეხვედრაზე უარს აცხადებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლება ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სავალალო შედეგით მთავრდება. ნოდარ ხადურის რამდენიმე გადაწყვეტილება ბიუჯეტს უკვე ძვირი დაუჯდა.

ახალი ექსპერიმენტი, უალკოჰოლო სასმელების მარკირება, ბიუჯეტს ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაუჯდება. სავარაუდოდ, შემოსავლების სამსახური მარკირებაში სწორედ ამდენს გადაიხდის საკუთარი შემოსავლებიდან.  ფინანსთა სამინისტრო ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა გადაიხადოს შემოსავლების სამსახურმა მილიონები რეგულაციაში, რომლის აუცილებლობის არგუმენტები არ აქვს. ვერც შემოსავლების სამსახური და ვერც სამინისტრო ვერ ასახელებენ რა შემოსავალს ელოდება ბიუჯეტი გაღებული მილიონების სანაცვლოდ. ერთადერთი არგუმენტი, დარგში აღრიცხვიანობის მოწესრიგების სურვილია. მეწარმეები კი მთავრობას ფაქტობრივად უდანახარჯო ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობენ, რომელიც აღრიცხვიანობას მარკირებაზე უკეთ უზრუნველჰყოფს.

ხადურის გადაწყვეტილება ლუდის აქციზის გაზრდის და სიგარეტის ადვალური გადასახადის გაზრდის თაობაზე საქართველოს ბიუჯეტს უკვე ძვირი დაუჯდა.

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...