მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბულვარში ძალადობის შემცველი ფილმის ჩვენება გაიმართა

ზუგდიდის ბულვარში ძალადობის შემცველი ფილმის ჩვენება გაიმართა [Video]

Published on

ზუგდიდის ცენტრში, ბულვარის ტერიტორიაზე „საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ ორგანიზებით იმ ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელიც გუშინ, სოციალური ქსელის მეშვეობით გარვცელდა ინტერნეტში. აღნიშნული ფილმის ჩვენებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად ესწრებოდნენ. ფილმი ჩვენებაზე იმ ფორმით გავიდა, რა ფორმითაც ის გუშინ ინტერნეტში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებას ქალები ბავშვებთან ერთად ესწრებოდნენ, კადრები დაუფარავად უჩვენეს.  ჩვენს კითხვაზე, რამდენად მართებული იყო ძალადობის შემცველი ფილმის საჯარო ჩვენება ქალაქის შუაგულში, ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს წარსულის შესახებ. მისი თქმით,მას არ უნახავს აღნიშნული ფილმი, თუმცა აპირებს მის ნახვას. ხოლო ფილმის ჩვენების ორგანიზატორის განცხადებით, საღამოზე მცირეწლოვნები არ იმყოფებოდნენ, რადგან მათივე ჩარევით მოხდა ბავშვების გაყვანა ტერიტორიიდან. მიუხედავად ორგანიზატორების მსგავსი განცხადებისა,ჩვენმა კამერამ ძალადობის შემცველი ფილმის ჩვენების პარალელურად ტერიტორიაზე რამოდენიმე მცირეწლოვანი დააფიქსირა.

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...