საქართველოს 12 ქალაქში, მათ შორის ზუგდიდშიც 12 .00 საათიდან მიმდინარეობს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2 ''-ის მხარდამჭერი აქციები მთავარი გზავნილით "არ დავუშვებთ არხის გაჩერებას"
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ შეუშალოს მაუწყებლობაში ხელი რუსთავი 2-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასშტაბური და პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ. აქციაში მხოლოდ ქალები იღებენ მონაწილეობას.
რუსთავი2–ის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.