მთავარისიახლეებისაზოგადოებაპატრიარქის შეგონებებს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა

პატრიარქის შეგონებებს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა

Published on

 სრულიად საქართველოს პატრიარქი დღევანდელ ქადაგებაზე საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ განწყობებს შეეხო.  მისი თქმით, დღეს არიან მხოლოდ კრიტიკოსები, რომლებიც აკრიტიკებენ ყველაფერს. "როგორც ამბობს ერთი დიდი მეცნიერი, ფილოსოფოსები აღარ გვყავს, რომ განსაჯონ, გააანალიზონ წარსული, აწმყო და მომავალი. დაგვრჩნენ მხოლოდ კრიტიკოსები, რომლებიც აკრიტიკებენ ყველაფერს. აკრიტიკებენ ეკლესიას, მთავრობას, ხალხს, მეცნიერებს. საოცარი კიდევ ის არის, რომ თანამედროვე ადამიანი ვერ იტანს ავტორიტეტებს და ამით საყრდენი აღარ აქვს ხალხს. აღარ არის მაგალითი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ სულიერად დაავადებულია თანამედროვე ადამიანი", – აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგებაში მან ვრცლად ისაუბრა ადამიანებზე, რომელნიც საზრდოს მოსაპოვებლად მშობლიური  ქვეყნიდან არიან გადახვეწილნი და  უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა:  დღეს შემოვიდა საქართველოში მანკიერი წესი – დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ სახლში, – განაცხადა მან . ზოგიერთი ფიქრობს, რომ არ არის სამუშაო, არ არის სამსახური. ეს არ არის სწორი. ყველაზე დიდი ქომაგი და დამხმარე ადამიანის არის ჩვენი დედამიწა. ღმერთმა მოგვცა ჩვენ დედამიწა ისეთი მადლიანი, რომ ადამიანი თუ მიწაზე იშრომებს, ბედნიერი იქნება.  ერთმა საქმემ თუ ვერ გაგიმართლათ, მოეკიდეთ მეორეს, მესამეს, მეათეს. არ შეიძლება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, უმუშევარი იყოს ადამიანი. იმედი მაქვს, ჩვენი ხალხი დაბრუნდება სამშობლოში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაეხმარება მათ, რომ სიუხვე და მადლი ჰქონდეთ", – აღნიშნა პატრიარქმა. 

პატრიარქის შეგონებებს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ,,შენ სიღარიბეს არ იცნობ ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა'' – წერენ სოციალურ ქსელში საზღვარგარეთ სამუსაოდ წასული ადამიანები. 

 

 

სიახლეები

მინისტერიალზე საქართველოს მიწვევა ელჩის დონეზე მიუღებელია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალზე არ არის მიწვეული საქართველოს საგარეო...

რა თქვა დონალდ ტრამპმა გაეროს ტრიბუნიდან

გაეროს ტრიბუნიდან დონალდ ტრამპის ციტატების კრებული: 🔹არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების სადარი სხვა ქვეყანა. 🔹აშშ-ს აქვს...

ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს – ევროკომისია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და...

“დილით არჩევნებზე და საღამოს აქციაზე” ივანიშვილის თამაშია – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 4 ოქტომბერს...