მთავარისიახლეებისაზოგადოებაირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე

Published on

ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ, ფიზიკურად ახორციელებენ NDI-ს კვლევებს, პირდაპირ დაკავშირებულნი არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს NDI-ს კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა. 
"NDI-ს კვლევებზე სერიოზულ კომენტარს ალბათ ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ამაზე ხშირად გვისაუბრია ჩვენ და ჩვენი გუნდის წევრებმაც გააკეთეს კომენტარი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმოდა მრავალი წლის განმავლობაში არა ამ ორგანიზაციის მიმართ, რომლისადმი მინდა ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ და უშუალოდ ფიზიკურად ახორციელებდნენ ამ კვლევებს, პირდაპირ არიან დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან". ასე რომ, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო. ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს ის, თუ რას ჰპირდება მთავრობა, რას აკეთებს მთავრობა. ეს ყველაფერი აისახება ჩვენს მოსახლეობაზე", – განაცხადა აღნიშნა ღარიბაშვილმა .
მისივე თქმით, ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე. "იქ გამოჩნდება ვის ენდობა ხალხი და ვის ანდობს ჩვენს ქვეყანას", – განაცხადა პრემიერ მინისტრმა. 

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...