მთავარისიახლეებისაზოგადოებაადვოკატი ოთარ კახიძე: ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, კადრები ერეკლე კოდუამ გადასცა...

ადვოკატი ოთარ კახიძე: ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, კადრები ერეკლე კოდუამ გადასცა უკრაინელ ოლიგარქს, მტკნარი სიცრუეა

Published on

სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის  ერეკლე კოდუას ადვოკატი ოთარ კახიძე გავრცლებულ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც,  ე.წ. "კასრების საქმესთან" დაკავშირებული  კადრების გავრცელება ერეკლე კოდუას დახმარებით მოხდა, უარყოფს. "ნუკრი ქანთარიას მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს კადრები, რომელიც გავრცელდა და რომელსაც აჟიტირებულები ავრცელებენ ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, ერეკლე კოდუამ გადასცა უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის. ეს არის მტკნარი სიცრუე, ერეკლე კოდუა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში იმყოფება, აქვს პოლიტიკური თავშესაფარი და იგი არ ტოვებს აღნიშნულ ქვეყანას. არავითარი ამგვარი შეხვედრა არ ყოფილა,"-აცხადებს კახიძე. 

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, tube.ua, ვებგვერდი, რომელზეც კადრები გავრცელდა, კოლომოისკის  ეკუთვნის. შეგახსენებთ, გუშინ  უკრაინულ საიტზე tube.ua პატიმრის წამებისა და გაუპატიურების ამსახველი კადრები გავრცელდა.  არსებობს ვარაუდი, რომ ვიდეო 2013 წლის ივნისში, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი არქივიდანაა.  შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......