მთავარისიახლეებისაზოგადოებასოციალურ ქსელებში წლევანდელ ,,თბილისობას" კრიტიკულად ეხმაურებიან

სოციალურ ქსელებში წლევანდელ ,,თბილისობას” კრიტიკულად ეხმაურებიან

Published on

  

 "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, რიყეზე, მეტეხის ხიდზე, აბანოთუბანში და ერეკლეს მოედანზე საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. . 

რიყეზე, ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში, გამოფენილია სხვადასხვა კოოპერატივების მიერ დამზადებული პროდუქცია. ასევე, მოწყობილია სხვადასხვა კომპანიების მიერ კუთხეები, სადაც მათი პროდუქციაა წარმოდგენილი – ხორცპროდუქტები, სასმელი წყალი, არის ხელნაკეთი ნივთები. რიყის ტერიტორიაზე ბავშვებისათვის გასართობი ღონისძიებები იმართება. 

როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძველი თბილისის ტერიტორიაზე მოწყობილია სამი მთავარი სცენა, სადაც ელექტრონული მუსიკის, ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერების მოსმენა შეიძლება. 
ლაშა აბაშიძემ კმაყოფილება გამოთქვა, რომ ამინდი გაუმჯობესდა, წვიმამ გადაიღო. მან მოუწოდა მოსახლეობას, მოვიდნენ ძველი თბილისის უბნებში და თბილისობის დღესასწაულში მიიღონ მონაწილეობა.

სოციალურ ქსელებში კი, ქალაქის ხელისუფლებისგან განსხვავებით, კრიტიკულად ეხმაურებიან წლევანდწელი თბილისობის ორგანიზების ხარისხს.,,თბილისობაზე კი არა, ნებისმიერი პატარა სოფლის დღეობაზე არ იკადრებენ ამას'' – ნათქვამიადღესასწაულისათვის მოწყობილი უბადრუკი ფარდულების ფოტოებზე დართულ კომენტარებში. 

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...