მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს საპატრიარქო ეხმაურება რელიგიურ უმცირესობათა ორგანიზაციების სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში:

საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება რელიგიურ უმცირესობათა ორგანიზაციების სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში:

Published on

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს რელიგიური უმცირესობის ნაწილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ საპატრიარქო კატეგორიულად არ ეთანხმება მათ მოთხოვნას  გაუქმდესსაქართველოს საგადასახადო კოდექსის ის მუხლები, რომელიც  საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს მართლმადიდებელ  ეკლესიას, რითაც  დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს რელიგიურ უმცირესობას. 

". ერთი ან რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისათვის საგადასახადო ან სხვა სახის შეღავათების მიცემა ჩვეულებრივი პრაქტიკაა ევროპის კავშირის წევრი მრავალი ქვეყნისთვის. – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში –  საერთაშორისო აქტებსა თუ რეკომენდაციებშიც ამგვარი პრაქტიკა დისკრიმინაციად არაა მიჩნეული. მაგალითად, 2004 წლის ,,რეკომენდაციებში რწმენისა და აღმსარებლობის სფეროში კანონმდებლობის ანალიზისათვის", რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისაგან და მოწონებულია ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის მიერ, აღნიშნულია: "ბევრ ქვეყანაში გარკვეულ რელიგიურ ინსტიტუტებს შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფოს მიერ დაწესებული მრავალი შეღავათი – გადასახადების გადახდა იქნება ეს თუ პირდაპირი სუბსიდიები. როგორც წესი, არც ერთი ზემოაღნიშნული პრივილეგიის უბრალო მინიჭება არ ეწინააღმდეგება რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების უფლებას". ამასთან მითითებულია, რომ მისაღებია ქვეყნის ისტორიაში ამა თუ იმ რელიგიის განსაკუთრებული როლის აღნიშვნა: "კანონმდებლობა რომელიც აღიარებს სხვადასხვა რელიგიის ისტორიულად განპირობებულ როლს გარკვეული ქვეყნის ისტორიიის ჩამოყალიბებაში, დასაშვებია იმ პირობით, რომ ეს არ იქნება დისკრიმინაციის საბაბი".

საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ჩვენ მხარი დავუჭირეთ რელიგიური უმცირესობებისათვის კომუნისტურ პერიოდში მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურების საკითხს. დიდი ხანია საუბარია ტრადიციული რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებაში გარკვეული, მათ შორის საგადასახადო, შეღავათების მინიჭებაზეც. 
ამ ფონზე სრულიად გაუგებარია რიგი რელიგიური უმცირესობების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, რომელიც მიზნად კი არ ისახავს მათთვის მსგავსი შეღავათების დაშვებას, არამედ ჩვენი ეკლესიისათვის შეღავათების გაუქმებას. საქართველოს საპატრიარქო მომავალ კვირას ამ საკითხის განსახილველად ინტერრელიგიური საბჭოს ფორმატში დიალოგისათვის იწვევს რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს", – ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წონ  8 რელიგიურმა ორგანიზაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  მიმართა  სარჩელით და იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა, რაც რელიგიურ უმცირესობებს საგადასახადო სფეროში უთნასწორო და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...