მთავარისიახლეებისაზოგადოებაNGO-ების მიმართვა დიპკორპუსისადმი: "მოვითხოვოთ "რუსთავი 2"-ზე პოლიტიკურად მოტივირებული შეტევების შეჩერება"...

NGO-ების მიმართვა დიპკორპუსისადმი: “მოვითხოვოთ “რუსთავი 2″-ზე პოლიტიკურად მოტივირებული შეტევების შეჩერება” –

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, გამოხატონ განსაკუთრებული შეშფოთება უკანასკნელ პერიოდში მედიის თავისუფლების კუთხით განვითარებულ საგანგაშო მოვლენებზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები რეგულარულად გამოთქვამდნენ ძლიერ შეშფოთებას ხელისუფლების მხრიდან ქართული მედიის შეზღუდვაზე მიმართული ქმედებების გამო.

,, ჩვენ გვჯერა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, აუცილებელია დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნება, რომელიც თითოეულ პოლიტიკურ პარტიას მისცემს ეთერზე წვდომას და გამოხატავს კრიტიკულ მოსაზრებას ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ – აღნიშნულია განცხადებაში – ეს მოვლენები განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოში გაუარესებული მედია-გარემოს ფონზე, რომლის შედეგად, ბოლო ხანს, ტელევიზია "იმედზე", ტელევიზია "მაესტროსა" და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე პოლიტიკური თოქ-შოუ დაიხურა.საქართველოში ბოლო დროს გაუარესებული მდგომარეობა დემოკრატიის კუთხით ხშირად მოექცა საერთაშორისო ინსტიტუტების კრიტიკის ქვეშ, რაც განპირობებული იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებით, პოლიტიკური ოპონენტების ციხეში მოთავსების მიზნით წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებით და ძლიერ პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს არსებობით. ჩვენ გვსურს განგაშის ზარის შემოკვრა მოცემულ საკითხებთან მიმართებით, რამდენადაც არ გვინდა მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიული პრაქტიკის გაუარესება აღმოჩნდეს ბარიერი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა და სტაბილური განვითარების გზაზე.შესაბამისად, ამ მიმართვის ადრესატებს ვთხოვთ, დააყენონ ეს საკითხები საქართველოს ხელისუფლების წინაშე და მოითხოვოთ "რუსთავი 2"-ზე პოლიტიკურად მოტივირებული შეტევების შეჩერება. საქართველოს დემოკრატიულობისთვის აუცილებელია მედიის პლურალიზმის, პოლიტიკური მრავალფეროვნებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, განსაკუთრებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისკენ მიმავალ პერიოდში".

განცხადებას ხელს აწერენ: ორგანიზაციები  GRASS – საქართველოს რეფორმების ასოციაცია, TI – საერთაშორისო გამჭვირვალობა, TDI – ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, GDI – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, MDF – მედიის განვითარების ფონდი, GISS – საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი, მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი, სტრატეგიული კომუნიკაციისა და დემოკრატიის ცენტრი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, იდენტობა, საფარი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, Voice from Georgia – ხმა საქართველოდან, ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი, CIDA – სამოქალაქო განვითარების სააგენტო

 

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სასამართლო პროცესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში. არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, რომელიც განიხილავს ამ საქმეს, არ აკმაყოფილებს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნებს. 12 ოქტომბერს, ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა აწარმოებს სისხლის სამართლებრივ გამოძიებას მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ, რაც სერიოზულად ზრდის იმის ალბათობას, რომ იგი პოლიტიკურად ტენდენციურ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ომელსაც 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...