მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI–ის კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტში წამებისა და გაუპატიურების კადრები გავრცელდა.

NDI–ის კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტში წამებისა და გაუპატიურების კადრები გავრცელდა.

Published on

NDI–ის კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტში წამებისა და გაუპატიურების კადრები გავრცელდა. ვიდეო ქართულმა ინტერნეტგამოცემების ნაწილმა უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

საუბარია ე.წ. სკანდალური კასრების საქმეზე. 2013 წელს სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოებზე, რომელზეც სასურველი ჩვენების მისაღებად ადამიანების წამებაა ასახული.

კადრების აღმოჩენის შემდეგ ვიდეომასალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოების ერთ ნაწილს დახურულ ჩვენებებზე გააცნო. წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ პასუხისგებაში სულ 12 პირი მიეცა.

ერთი პირი, რომელიც წამებაში მონაწილეობას აღიარებდა, პასუხისგებაში არ მისცეს, ერთის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, ერთ-ერთმა გასამართლებულმა კი სასჯელაღსრულების დაწესებულება მალევე დატოვა.

ვინ ან რა მიზნით გაავრცელა გრიფირებულ საქმეში მტკიცებულების სახით არსებული ვიდეომასალა, ჯერჯერობით უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...