საქართველოს ექს-პრეზიდენტი NDI -ის პოლიტიკური კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. როგორც მიხეილ სააკაშვილის საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს "პირველად 2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში NDI-ის გამოკითხვებით, ჩემი პარტია ძირითადი ლიდერების დაპატიმრებისა და ქვეყნიდან გაძევების მიუხედავა, იგებს არჩევნებს", – წერს სააკაშვილი. კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია "ქართულ ოცნებას" მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა , "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი 13%. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პროცენტული მონაცემები ასე გადანაწილდა: კატეგორია "არ ვიცი" აირჩია 35%, "არც ერთი პარტია" – 14%, "უარი პასუხზე" – 13%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 13%, კოალიცია "ქართული ოცნება" – 11%, ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატები" და "პატრიოტთა ალიანსი" 4-4%, "ლეიბორისტული პარტია" 3%. ასევე 3% მოდის კატეგორიაზე – "სხვა".
სიახლეები
სიახლეები
ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა
ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...
სიახლეები
ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა
სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...
სიახლეები
კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს
სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...
სიახლეები
თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე
იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...