მთავარისიახლეებიმსოფლიობარქ ობამა : ჩვენ არ ვუმიზნებთ გუბერნატორობას რეგიონში, სირიის პრობლემის გადაჭრის ძირითადი...

ბარქ ობამა : ჩვენ არ ვუმიზნებთ გუბერნატორობას რეგიონში, სირიის პრობლემის გადაჭრის ძირითადი გზა პოლიტიკური მოქმედებაა

Published on

,,რუსეთის სამხედრო – საჰაერო ოპერაცია სირიაში მოულოდნელობა არ ყოფილა შეერთებული შტატებისათვის, რამდენადაც აქედან ყურადღებით აკვირდებოდნენ შეიარაღების გადასროლას ბაშარ ასადის დასახმარებლად. '' – განაცხადა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კვირა საღამოს ამერიკის ტელეკომპანია CBS  – ის პროგრამა ,,60 წუთისათვის" მიცემულ ინტერვიუში 

ჩვენ კარგი დაზვერვა გვყავს – განაცხადა მან – ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი, რომელიც შიშობს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი გარდუვალი კრახის წინაშეა, სირიისათვის სამხედრო დახმარების მიწოდებას გეგმავს.  ობამამ აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგია სირიაში, მათ შორის დაჯგუფება ,,ისლამისტური სახელმწიფოსადმი" წინააღმდეგობის თვალსაზრისით,  არამართებულად მიაჩნია.  ამავე დროს აგანაცხადა, რომ  სანამ ასადი ხელისუფლებაშია, რთული იქნება სირიის ზომიერი  ოპოზიციის ძალთა გადართვა ,,ისლამისტურ სახელმწიფოსთან'' ბრძოლაზე.

ობამამ გამოთქვა რწმენა, რომ  ისლამისტები ერაყსა და სირიაში  ადრე თუ გვიან ლიკვიდირებულ იქნებიან, მაგრამ საამისოდ უნდა შეიქმნას სათანადო პირობები  და ,,ისლამისტურ სახელმწიფოსთან'' ბრძოლაში უნდა ჩაებას სუნიტი მოსახლეობაც.  ,,სირიის პრობლემა სამხედრო საშუალებებით ვერ გადაწყდება, ამის მიღწევა მხოლოდ პოლიტიკური გზით, ყველა ძირითადი მოთამაშის მონაწილეობით არის შესაძლებელი – ხაზგასმით აღნიშნა ობამამ –  მისი თქმით,  აშშ მზად არის იმუშაოს ამისათვის   სხვა ქვეყნებთან და იმედოვნებს, რომ რუსეთი და ირანი შეძლებენ მოახდინონ ზეგავლენა ასადზე.

თეთრი სახლის პატრონმა დაადასტურა აგრეთვე, რომ აშშ არ გეგმავს სირიასა და ერაყში სახმელეთო ჯარების გაგზავნას, მაგრამ განაგრძობს სამხედრო – საჰაერო ოპერაციებს ,,ისლამისტური სახელმწიფოს'' წინააღმდეგ.  იგი არ დაეთანხმა გადაცემის წამყვანის ვარაუდს, რომ აშშ კარგავს თავის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში და შეახსენა ამ რეგიონში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზები  და ,,თვითმფრინავები ცაში'' ერაყისა და სირიის თავზე. 

ობამამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთშიც და თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც , კერძოდ ოპოზიციურ რესპუბლიკელთა პარტიაში არიან ადამიანები, რომელნიც მოუწოდებენ მას გაგზავნოს რეგიონში ,,ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა უთვალავი რაოდენობა''.   ,,მაგრამ ეს ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილის სახით შემოგვიბრუნდება და ამასთან შეიწირავს  კიდევ ერთი ტრილიონი დოლარის სამხედრო ხარჯებს- განაცხადა მან – და ამასთან სამხედრო გზა მაშინ ჩვენ უკვე პოლიციელებად  კი არა, გუბერნატორად გვაქცევს  ამ რეგიონში. ეს ცუდი სტრატეგიაა.'' 

 

წყარო: © EPA/Olivier Douliery / POOL
 

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...