ზუგდიდი-ანაკლიას ცენტრალურ გზაზე, საკუთარი სახლის ჭიშკართან ერთ-ერთმა მოსახლემ იარაღი და 15 ვაზნა აღმოაჩინა. მისი თქმით იარაღი თავდაპირველად ბავშვებმა იპოვეს, შემდეგ კი მას შეატყობინეს. ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიციაც. ადგილობრივების განცხადებით შესაძლოა აღნიშნული იარაღი სამართალდამცავებს ეკუთვნოდეთ, რადგან მსგავსი ტიპის იარაღი არის პოლიციის შეიარაღებაშიც, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო სამართალდამცავის იარაღი ადგილობრივი მოსახლის სახლთან. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, დეტალებს კი გამოძიება დაადგენს.
სიახლეები
სიახლეები
რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...
სიახლეები
პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია
ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...
საზოგადოება
მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს.
ვიდეო, რომელიც სოციალურ...
საზოგადოება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...