მთავარისიახლეებიეკონომიკამომავალ წელს პენსიები არ გაიზრდება, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები კი...

მომავალ წელს პენსიები არ გაიზრდება, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები კი მოიმატებს

Published on

 მომავალ წელს პენსიის გაზრდა არ მოხდება. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში განსახილველად და დასამტკიცებლად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტში ეს გათვალისწინებული არ არის.  ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს  გასულ წელს გაცემული ამ დაპირების შესრულებაზე და მიზეზად  ასახელებს ეკონომიკური ვითარების დამძიმებას.

მაგრამ, როგორც ბიუჯეტის პროექტიდან ჩანს,  ის, რაც არ არის პენსიების გაზრდისთვის, უხვადაა სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების გაზრდისთვის  – მომავალ წელს ამისათვის 57 მილიონი ლარით მეტი გამოიყოფა და ეს იმის მიუხედავად, რომ დასაქმებულების რაოდენობამ იკლო.

 პენსიონერთა რაოდენობა წელს 40 ათასზე მეტით არის გაზრდილი, რაც დამატებით ხარჯს იწვევს, თუმცა ჩვენ არ იგეგმება  რაიმე შეზღუდვების დაწესება ამ მიმართულებით. რაც შეეხება პენსიის გაზრდას –  იმ პერიოდში როდესაც ქვეყნის გარშემო არის საკმაოდ რთული ეკონომიკური ვითარება, დამატებით სოციალური ვალდებულებების აღება სწორად არ მიმაჩნია,“ – განაცხადა პარლამენტში ბიუჯეტის წარსადგენად მისულმა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ   

 

სიახლეები

ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა – პაპუაშვილი აქციის მონაწილეებს

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ - ხალხს, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ქუჩაში დგაგან, შალვა პაპუაშვილმა...

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...