მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: ამ კატასტროფიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია

გიგა ბოკერია: ამ კატასტროფიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ქვეყანაში არსებულ სიტუაციას აფასებს და ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. პოლიტიკოსის განცხადებით, პარტია კონსულტაციებს იწყებს და ფართომასშტაბიანი აქციებისთვის ემზადებიან. „ჩვენი აზრით ერთადერთი გამოსავალი, რომელმაც ქვეყანა ამ კატასტროფული მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანოს არის ვადამდელი არჩევნები. ივანიშვილი და მისი გუნდის წარმომადგენლები უტიფრად აცხადებენ, რომ გვაქვსო საზოგადოების მხარდაჭერა. შევამოწმოთ, ვის აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. ერთადერთი გზა ლეგიტიმურობის დაბრუნებისა ხელისუფლებისთვის უნდა იყოს არჩევნები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი გასულები არიან ლეგიტიმურობის კურსიდან და ქვეყნისთვის ერთადერთი ლეგიტიმური გზა არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად და სწორედ ამ ამოცანით ჩვენ ვიწყებთ ფართომასშტაბიან კონსულტაციებს და ვაპირებთ ფართომასშტაბიან აქციებს“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

სიახლეები

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა - 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო,...

რას ითვალისწინებს, ვის ეხება და ვის შეიძლება შეეხოს ბრიტანული სანქციები? – ტაბულას ვერსია

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების"...

გორში დააპატიმრეს ტაქსისტი, რომელსაც შშმ მოზარდის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს. "გამოძიებით...

ეს იგივეა, რაც ბრიტანელებისთვის BBC ONE-ზე წვდომის აკრძალვა – წილოსანი სანქციებზე

ოლიგარქ ივანიშვილის პარლამენტის დეპუტატმა ნინო წილოსანმა დაწერა, რომ იმედი ტვ-სა და პოსტვ-ს დასანქცირება იფგივეა,...