მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს იგივეა, რაც ბრიტანელებისთვის BBC ONE-ზე წვდომის აკრძალვა - წილოსანი სანქციებზე

ეს იგივეა, რაც ბრიტანელებისთვის BBC ONE-ზე წვდომის აკრძალვა – წილოსანი სანქციებზე

Published on

ოლიგარქ ივანიშვილის პარლამენტის დეპუტატმა ნინო წილოსანმა დაწერა, რომ იმედი ტვ-სა და პოსტვ-ს დასანქცირება იფგივეა, რაც ბრიტანელებისთვის ბიბისიზე წვდომის აკრძალვა. 

“ტელეკომპანია იმედს და პოსტივის ჯამში ქართველი მაყურებლის 40% -ზე მეტი ენდობა. სწორედ ამდენი ადამიანი დააცენზურა ბრიტანეთმა ამ არხების დასანქცირებით და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა საქართველოში 10-მდე მსხვილი ტელევიზია ფუნქციონირებს, მათ შორის 3 წარმოუდგენლად რადიკალური არხი და მაყურებელს აქვს თავისუფალი არჩევანი უყუროს იმ არხს, რომელიც მისთვის მისაღებია.

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მაყურებელი თავად ირჩევს რას უყუროს საქართველოს მედია სივრცეში, ბრიტანეთის სანქციები არა იმედს და პოსტივის, არამედ ქართველ ხალხს მიემართება. მიემართება, რათა ჩაახშოს კონკრეტული ინფორმაცია და არ მისცეს მათ მოსმენის და ნახვის საშუალება.

როცა იმედს და პოსტივის ასანქცირებ ეს იგივეა რომ ბრიტანელებს აუკრძალო წვდომა BBC One და ITV1 ტელევიზიებზე; გერმანიას ZDF და ა. შ

დაველოდები გერმანიის და ბრიტანეთის ელჩების შეფასებას ცენზურის ამ შემზარავ ფაქტზე, რომელზეც დიდი ხანია ტრამპი, ჯდ ვენსი და სხვები საუბრობენ.

მარკო რუბიომ ახლახან ბრიტანელ ცენზურის აგენტებს შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა – დონალდ ტრამპი.

ილონ მასკი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ცდილობს, მაშინ როცა X-ს შესაძლო აკრძალვა ემუქრება.

აშშ აცხადებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გასულ წელს გაუარესდა.

ჯეი დი ვენსი დევიდ ლემისთან შეხვედრისას აფრთხილებს, რომ გაერთიანებული სამეფო თავისუფალი სიტყვის დაკარგვის “ბნელ გზას” არ დაადგეს.

თუმცა, სწორედ დღეს – საბჭოთა ოკუპაციის დღეს, ყველაზე მძიმედ გვახსენდება რა ქარტეხილებს არ გადაუვლია ჩვენს თავზე და მიუხედავად ამ ყველაფრისა როგორ გადავრჩენილვართ. საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ყველაზე სასტიკ რეჟიმებსაც კი არ გამოსვლიათ, სანქციებიც ვერ გააჩუმებს მართალ სიტყვას საქართველოში.

ჩემი პატივისცემა და დიდი მხარდაჭერა იმედისა და პოსტივის საუკეთესო, პროფესიონალ ჟურნალისტებს”, – წერს ნინო წილოსანი. 

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...