მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თავისუფალი დემოკრატები" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარისა და წევრების პარტიიდან წასვლას არ ადასტურებენ

“თავისუფალი დემოკრატები” მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარისა და წევრების პარტიიდან წასვლას არ ადასტურებენ

Published on

გავრცელებული ინფორმაცია პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარის პარტიიდან წასვლის, ასევე, 300 წევრის მიერ ორგანიზაციის დატოვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ნათქვამია "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებაში.
პარტიის ცნობით, მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე ისპან ქარიმოვი, რომელიც სამი კვირის წინ მარნეულის ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს, სხვა წევრებთან ერთად, საქმიანობას განაგრძობს, რაც შეეხება რამიზ გულმამედოვს – ის თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა გამგეობის მიერ, რისი მიზეზიც მისი არაეფექტური მუშაობა და კოალიცია ,,ქართულ ოცნებასთან" ფარული თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გახდა. 
"ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარნეულის საკრებულოში დაიშალა ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები", ვინაიდან აღნიშნული ფრაქცია ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში დაიშალა. მას შემდეგ, რაც ,,თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია დატოვეს, გულმამედოვის ხელმძღვანელობით მარნეულის რაიონულ ორგანიზაციაში პრაქტიკულად არანაირი სამუშაო არ ტარდებოდა. სწორედ ამიტომ გიულმამედოვმა გამგეობის სხდომაზე მიიღო სიტყვიერი გაფრთხილება, რასაც მოყვა მისი ულტიმატუმი და მუქარა – თუ მას თავმჯდომარეობიდან გადააყენებდნენ, ის ,,ქართულ ოცნებაში" გადავიდოდა. დღევანდელი მისი განცხადებით დადასტურდა მისი კავშირები კოალიციასთან", – ნათქვამია "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებაში. 

სიახლეები

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა - 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო,...

რას ითვალისწინებს, ვის ეხება და ვის შეიძლება შეეხოს ბრიტანული სანქციები? – ტაბულას ვერსია

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების"...

გორში დააპატიმრეს ტაქსისტი, რომელსაც შშმ მოზარდის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს. "გამოძიებით...

ეს იგივეა, რაც ბრიტანელებისთვის BBC ONE-ზე წვდომის აკრძალვა – წილოსანი სანქციებზე

ოლიგარქ ივანიშვილის პარლამენტის დეპუტატმა ნინო წილოსანმა დაწერა, რომ იმედი ტვ-სა და პოსტვ-ს დასანქცირება იფგივეა,...