მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპროტესტო აქციაზე ბიძინა ივანიშვილის სახლთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა გაჟღერდა

საპროტესტო აქციაზე ბიძინა ივანიშვილის სახლთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა გაჟღერდა

Published on

დღეს საღამოს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ნაციონალური მოძრაობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები   ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობების შეწყვეტას და  ქუთაისში რუსთავი 2 – ის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობისათვის დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებას. 

აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები  გიგა ბოკერია, გიორგი გაბაშვილი, ნიკა მელია 

რუსთავი 2-ის მხარდაჭერისთვის 3 პირის დაკავების ფაქტზე ისაუბრა ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ. აქციაზე კაკაბაძე შვილთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ სამივე ახალგაზრდის დაკავება შერჩევითი სამართლის ფარგლებში მოხდა. საქართველოს რეფორმების ასოციაციის ხელმძღვანელმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა განცხადება, რო ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები მეტყველებს რომ იგი  აპირებს ,,რადიკალურ ზომებზე წასვლას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის,".

აქციაზე  შეკრებილი მოქალაქეები აპრპტესტებდნენ რუსთავი 2 – ის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას და მედიაზე ზეწოლის მცდელობას და გამოთქვამდნენ  მზადყოფნას  დაიცვან რუსთავი 2 და სიტყვის თავისუფლება.  

აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლტან ექსცესების გარეშე   დასრულდა. 

 

.

სიახლეები

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ, - ამის შესახებ კომიტეტის დღის...

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა - 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო,...

რას ითვალისწინებს, ვის ეხება და ვის შეიძლება შეეხოს ბრიტანული სანქციები? – ტაბულას ვერსია

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების"...

გორში დააპატიმრეს ტაქსისტი, რომელსაც შშმ მოზარდის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს. "გამოძიებით...