მთავარისიახლეებიპოლიტიკაქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების შიმშილობის აქცია გრძელდება

ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების შიმშილობის აქცია გრძელდება

Published on

ქუთაისში, მერიის შენობის წინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გრძელდება. უკვე მესამე დღეა ადგილზე სამი ადამიანი შიმშილობს. დღეს დილით კი მოშიმშილეებს კიდდევ ორი ადამიანი შეუერთდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავს იმ სამი პირის საქმეს, რომლებიც პარლამენტის შენობასთან 3 ოქტომბერს, "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს. მათივე თქმით, თუ სასამართლო მათ პატიმრობას შეუფარდებს, ისინი უვადო შიმშილობას გააგრძელებენ. დაკავებულებს ბრალად ედებათ უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორქთიფანიძესთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ქუთაისში მოშიმშილეების მხარდასაჭერად დღეს დილით ზუგდიდიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერები, პარტიის წევრები და მხარდამჭერებიც გაემგზავრნენ. 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...