მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტთან 2 ოქტომბერს დაკავებულ სამ პირს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

პარლამენტთან 2 ოქტომბერს დაკავებულ სამ პირს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

Published on

რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებულ „თავისუფალი ზონისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სამ წარმომადგენელს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ჩვენთან სატელეფონო საუბარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკურმა მდივანმა დაადასტურა. თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით, პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დღეს 19 საათზე ბიძინა ივანიშვილის სახლთან გააპროტესტებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, დღეს საქართველოში სასამართლოს სრული უზურპაცია ხდება, დაუცველია ადამიანის უფლებები. სასამართლო გადაწყვეტილებას ხმაურით შეხვდნენ დარბაზში მყოფი დაკავებულის ოჯახის წევრები და ახლობლები. მათ სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს. 
დღეს დილით, ქუთაისში რუსთავი 2 -ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების მხარდასაჭერად სამეგრელოდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები ჩავიდნენ. როგორც თეიმურაზ ბასილაიამ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, მხარდამჭერ აქციაზე ზუგდიდიდან 200 -ზე მეტი ადამიანი გაემგზავრა. 
"ნაციონალური მოძაობისა" და "თავისუფალი ზონის" სამი წარმომადგენელი 2 ოქტომბერს პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. მათ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
 

სიახლეები

ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ იმედს გვაძლევს საქართველოზე, ქართველი ხალხია – ტობიას კრემერი

ჩვენი პოზიცია ცხადია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის...

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ, - ამის შესახებ კომიტეტის დღის...

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა - 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო,...

რას ითვალისწინებს, ვის ეხება და ვის შეიძლება შეეხოს ბრიტანული სანქციები? – ტაბულას ვერსია

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების"...