მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ბათიაშვილი: "ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა იგეგმება"

ირაკლი ბათიაშვილი: “ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა იგეგმება”

Published on

"სანდო წყაროდან, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც მე ვიყავი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარე, მივიღე ეს ინფორმაცია. ყოფილი ხელისუფლების ემიგრაციაში მყოფ გარკვეულ წრეში მიდის მოსამზადებელი საკმაოდ სერიოზული სამუშაო ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის, ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით. რაც ჩემთვის ყურადსაღები მომენტია, გარკვეული ჯგუფი უკვე ჩამოსულია აქ წინასწარი სადაზვერვო სამუშაოებისთვის" – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა ტელეკომპანია იმედთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, თუ ქვეყანაში მზადდება რაიმე სერიოზული დესტაბილიზაცია, ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის შემთხვევაში, ეს ხელისუფლება ადვილად დასამხობი იქნება. 
ირაკლი ბათიაშვილს ალბათ "ფე ეს ბე"- დან აქვს ეს ინფორმაცია, – ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტების შეკითხვას ირაკლი ბათიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა იგეგმება. ბობოხიძის მტკიცებით, "ნაციონალურ მოძრაობას" მსგავსი გეგმა ნამდვილად არ აქვს. 
"ირაკლი ბათიაშვილს ეტყობა,  "ფე ეს ბე"-დან აქვს ეს ინფორმაცია, ოღონდ ერევა – ჩეჩნები და ყაზახები შეიძლება აპირებენ ყოფილი პრემიერისთვის ახლა  ან მომავალში პასუხის მოთხოვნას რუსეთში ძველი, წარსული ცოდვების გამო, მაგრამ ჩვენ, ყოფილი ხელისუფლება ნამდვილად არ ვაპირებთ. ალბათ ირაკლი ბათიაშვილმა ”ფე ეს ბე” -დან მიიღო ინფორმაცია, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიაზრა,  რა უთხრეს", – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ. 
 

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...