მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ალასანიას პარტიიდან 3 დეპუტატი და 300 წევრი "ქართულ ოცნებაში" გადავიდა

ირაკლი ალასანიას პარტიიდან 3 დეპუტატი და 300 წევრი “ქართულ ოცნებაში” გადავიდა

Published on

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სამმა წევრმა და ადგილობრივი ორგანიზაციის 300-მა წევრმა პარტია დატოვა და "ქართულ ოცნებაში" გადავიდნენ. განცხადება, მამედ მამედოვმა, რამიზ გულმამედოვმა და ნიზამ ვალიევმა მარნეულის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთეს. მარნეულის საკრებულოს სამივე დეპუტატი "თავისუფალი დემოკრატების" დატოვების მიზეზად, პოლიტიკური მოსაზრებების შეუთავსებლობას ასახელებს. "ჩვენ მხარს ვუჭერდით კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ კურსს და სწორედ ამიტომ ვიყავით ამ კოალიციაში შემავალი "თავისუფალი დემოკრატების" რიგებში. ,,თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური კურსი დღეს სრულიად ეწინააღმდეგება ,,ქართული ოცნების" კურსს, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ,,ქართული ოცნების" რიგებს შევუერთდეთ და დავტოვოთ ,,თავისუფალი დემოკრატების" რიგები. ამასთან ერთად, ,,თავისუფალი დემოკრატების" მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი იქნა არჩეული, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია," – განაცხადა რამიზ გულმამედოვმა, რომლის ინფორმაციითაც, მათ გარდა ირაკლი ალასანიას პარტია  300-მა წევრმა დატოვა. 

სიახლეები

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა - 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო,...

რას ითვალისწინებს, ვის ეხება და ვის შეიძლება შეეხოს ბრიტანული სანქციები? – ტაბულას ვერსია

24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების"...

გორში დააპატიმრეს ტაქსისტი, რომელსაც შშმ მოზარდის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს. "გამოძიებით...

ეს იგივეა, რაც ბრიტანელებისთვის BBC ONE-ზე წვდომის აკრძალვა – წილოსანი სანქციებზე

ოლიგარქ ივანიშვილის პარლამენტის დეპუტატმა ნინო წილოსანმა დაწერა, რომ იმედი ტვ-სა და პოსტვ-ს დასანქცირება იფგივეა,...