მთავარისიახლეებიპოლიტიკაედიშერ თოლორაიამ პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა

ედიშერ თოლორაიამ პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რომელიც საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში დავით საგანელიძის ადგილმონაცვლეა, დეპუტატობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, ედიშერ თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის არჩეულია ხალხის მიერ და აპირებს წამოწყებული პროექტები გამგებლის რანგში განახორციელოს. „მე პატივს ვცემ თითოეულ ზუგდიდელს, თითოეულ ჩემს ამომრჩეველს, რომელმაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ნდობა გამომიცხადა და ვრჩები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლად. ბევრი პროექტებია დაწყებული და ჩემი გამგებლობის პერიოდში დანაპირების შესრულებას ვაპირებ“ -განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ. 
შეგახსენებთ, რომ დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ მისი ადგილი პარლამენტში საარჩევნო სიის მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა დაეკავებინა. ედიშერ თოლორაიას უარის შემდეგ დავით საგანელიძეს პარლამენტში ვლადიმერ აჩმა შეცვლის, თუმცა მანამდე ადგილომაცვლეობის საკითხი ჯერ ცესკო -მ უნდა განიხილოს და კანდიდატურა შემდეგ უნდა წარუდგინოს პარლამენტს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...