მთავარისიახლეებიექსკლუზივიზურაბ სოსელია მის მიმართ ზეწოლაზე და მუქარაზე საუბრობს

ზურაბ სოსელია მის მიმართ ზეწოლაზე და მუქარაზე საუბრობს [Video]

Published on

„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ წევრი ზურაბ სოსელია ქვეყნის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ედიშერ თოლორაიას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ზურაბ სოსელიამ  მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლის 30 ნოემბერს სამსახურიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ საგზაო წესების დარღვევის გამო მან და მისმა მეწყვილემ ზუგდიდის გამგებლის ედიშერ თოლორაიას მანქანა გააჩერეს და დააჯარიმეს. სოსელია აცხადებს, რომ სწორედ ეს ფაქტი გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი. ამასთან, ზურაბ სოსელიას განცხადებით, დღემდე ურეკავენ მას და მის ოჯახის წევრებს და ემუქრებიან. სოსელიას განცხადებით, ბოლოს დედამისთან დარეკეს და 12 წუთის განმავლობაში ემუქრებოდნენ მისი და მისი ოჯახის განადგურებით, ამასთან, ეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკური აქტიურობისგან თავი შეეკავებინა. ზურაბ სოსელიამ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში აქვს გასაჩივრებული და მისი განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ მისი საქმე წარმოებაში უკვე მიიღო. სატელეფონო მუქარების დროს უცნობი პირები მისი თქმით, სწორედ ამ სარჩელის გამოტანას და გაუქმებას ითხოვდნენ. ბრიფინგზე, ზურაბ სოსელიას დედამ მზია სოსელიამ განაცხადა, რომ უცნობი პირი მას დაუკავშირდა პირად მობილურზე და ოჯახის განადგურებით დაემუქრა. მზია სოსელიამ ბრიფინზე ასევე ის მობილური ტელეფონის ნომერიც გაასაჯაროვა, რომლიდანაც მისი განცხადებით დაურეკეს. ზურაბ სოსელია გამოძიებისგან პასუხს ელოდება. მან აღნიშნული ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას. ჩვენ დავუკავშირდით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს. მაია ღურწკაიას განცხადებით, უსაფუძვლო განცხადებაზე უწყება კომენტარს არ გააკეთებს.

სიახლეები

ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს – ტარიელ კაკაბაძე

"დედა, ცოცხალი ვარო, ვინც დაპოსტა, რომელი ქვეყნიდან, მისი IP გარკვეული მაქვს, პირდაპირ გეუბნებით. არ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,...

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...