მთავარისიახლეებისამართალითბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

Published on

გლდანში, ახმეტელის მეტროსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, პოლიციის თანამშრომელს ახალგაზრდა მამაკაცმა ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. შემთხვევიდან ცოტა ხანში დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა, მას ოპერაცია ჩაუტარდა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც პოლიციის თანამშრომელს დაზიანებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენა. გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

სიახლეები

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას მედიის დაშვების

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და...

ფსევდორელოგიური ფუნდამენტალისტური სექტა – პაპუაშვილი აქციის მონაწილეებს

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ - ხალხს, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ქუჩაში დგაგან, შალვა პაპუაშვილმა...