მთავარისიახლეებისამართალიჩვენ ვიპოვნით იმ სამართლებრივ მექანიზმებს, რითიც ხელისუფლებას უკან დავახევინებთ - აცხადებს გიგი...

ჩვენ ვიპოვნით იმ სამართლებრივ მექანიზმებს, რითიც ხელისუფლებას უკან დავახევინებთ – აცხადებს გიგი უგულავას დაცვის მხარე

Published on

თბილისის ყოფილი მერს გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლომ   საბოლოოდ სასჯელის სახით 4 წელი და 6 თვე განუსაზღვრ, მსჯავრდებული წუხელვე გადაიყვანეს ე.წ. მატროსოვის ციხეში, საიდანაც ის გუშინწინ, 15 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.   

საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ გიგი უგულავას ადვოკატმა  ბექა ბასიალაიამ განაცხადა,რომ დაცვის მხარე ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შეცვლისთვის და  მოსამართლის მიერ მიღებული განაჩენის გამამტყუნებელ ნაწილს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

„ამ მოცულობაში, რაც დღეს გვაქვს, სამართლებრივი გზები საკმაოდ შეზღუდულია, იმიტომ, რომ სასამართლოზე არის უპრეცედენტო ზეწოლა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის აქტიურობა. მე მჯერა, რომ სასამართლოს ინსტანციების გავლამდეც ჩვენ ვიპოვნით იმ სამართლებრივ მექანიზმებს, რითიც ხელისუფლებას უკან დავახევინებთ ,“ – აცხადებს იგი. 

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...