მთავარისიახლეებისამართალისასამართლო სხდომა რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმეზე განახლდა - გიგი უგულავა სასამართლო...

სასამართლო სხდომა რიყის ტერიტორიისა და “თბილსერვისის” საქმეზე განახლდა – გიგი უგულავა სასამართლო დარბაზშია

Published on

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას   სახაზინო ადვოკატი დათო გვიშიანი  დასკვნითი სიტყვით გამოდის.  

გუშინ გადადებული სასამართლო სხდომა რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმეზე დღეს ზუსტად დანიშნულ დროზე – 12.00 საათზე განახლდა – მოსამართლემ არ დააკმაყოფილა გიგი უგულავასა და მისი ადვოკატების შუამდგომლობა  პროცესი კიდევ ერთი კვირით გადადებულიყო .  

 ადვოკატების მიერ შუამდგომლობაში საქმის განხილვის გადადების აუცილებლობა არგუმენტირებული იყო იმ მოტივით, რომ მთელი ეს დღეები და განსაკუთრებით გიგი უგულავას სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ კეთდებოდა ემოციური განცხადებები  პოლიტიკოსების მხრიდან  და ამ  ფონის ჩაცხრობის გარეშე პროცესი ნორმალურ ვითარებაში ვერ ჩატარდებოდა.  ადვოკატმა  ბექა ბასილაიამ პირდაპირ მიუთითა  "ქართული ოცნების" წარმომადგენლის   თამაზ მეჭიაურის მიერ გუშინდელი სასანმართლო გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთებულ  პოლიტიკურ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ  "რამდენიმესაათიანი ზეიმი, ზეიმად დარჩება თუკი გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა".  

გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატმა დათო გვიშიანმა კი პროცესზე განაცხადა, რომ ახალი ჩართულია საქმეში და მიუხედავად ერთკვირიანი ვადისა,  ვერ მოახერხა საქმის მასალების  სრულყოფილად გაცნობა. აქედან გამომდინარე, რომ მან კიდევ ერთი კვირა ითხოვა სხდომის გასაგრძელებლად. ერთ-ერთი საფუძველი იყო ისიც, რომ დაცვის მხარე გადაიღალა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და მომზადება სჭირდება. 

მოსამართლემ, როგორც აღვნიშნეთ ეს არგუმენტები არ ჩათვალა საკმარისად სხდომის გადადებისთვის და პროცესი გაგრძელდა. სხდომას გიგი უგულავა ესწრება. 

სიახლეები

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 1 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული პირებიდან კიდევ ერთს, ვახტანგ ფიცხელაურს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. აღნიშნულ...

ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მიმდინარე პროცესებში საქართველო ლიდერი იყოს – ალიანსი

ოპოზიციის ალიანსმა საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. განცხადებები გიგი...

მარეგულირებელი აქტის გარეშე ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევა ექსპერიმენტული იარაღია – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ისინი აგრძელებენ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევასთან დაკავშირებული საქმის...