მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა

გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა [Video]

Published on

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება გვიან გუშინ, ღამით თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საუბარია 9-თვიან პატიმრობაზე. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელსაც გიგი უგულავა ასაჩივრდება, იმაზე მეტი ვადით უშვებს პირის პატიმრობაში ყოფნას, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. ეს კი ხელყოფს მისი, როგორც ბრალდებულის, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მეექვსე პუნქტებით დაცულ უფლებას. პატიმრობიდან გათავისუფლებულმა გიგი უგულავამ მედიისთვის პირველი კომენტარი საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა: "ბედნიერი ვარ, რომ უამრავი ადამიანი აღმოვაჩინე. საქართველო სამშვიდობოს გავა! არც შევცვლით საარჩევნო სისტემას. ისევ იმ სისტემით "აბაროტს" ავიღებთ და გავიმარჯვებთ. ტურავას და ბევრი მოსამართლის საქციელის შემდეგ იყავით მზად. ესენი ჩასაფრდებიან და რევანშისთვის მოემზადებიან. მე რევანშის არ მეშინია" – განაცხადა გიგი უგულავამ. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, "ტელეიმედისა" და რიყის გასხვისების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე განახლდება და მასზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება. ადვოკატების შეფასებით, ხელისუფლება სასამართლოსთან ალიანსში ცდილობს, უგულავა კვლავ უკანონო პატიმრობაში დააბრუნოს. მათი თქმით, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ თბილისის ყოფილი მერი უკანონო პატიმარი იყო. 

იხ. ტელეკომპანია #ტაბულა -ს სიუჟეტი

სიახლეები

“ოცნების” უმოქმედობამ შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის – ევროპარლამენტის ანგარიში

ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელსაც 5 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტი განიხილავს, ბრიუსელი "ოცნების" ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის...

ერევანში ზელენსკის მიპატიჟებას კრემლის უკმაყოფილება მოჰყვა

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სომხეთის დედაქალაქ ერევანში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს,...

ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია – მაკრონი

"სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, გულახდილები...

თბილისიდან ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა

მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანები ძვირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ოკრიბას იურისტმა, პაატა ყვავაძემ BMG-ს დაუდასტურა, მისი...