მთავარისიახლეებისამართალილევან თორია: „ბიზნესმენი რუზგენ ჩუხუა მოკლეს“

ლევან თორია: „ბიზნესმენი რუზგენ ჩუხუა მოკლეს“ [Video]

Published on

2015 წლის 31 აგვისტოს, ზუგდიდში გარდაცვლილ ბიზნესმენ რუზგენ ჩუხუასთან საქმესთან დაკავშირებით დღეს ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ წარმომადგენელმა ლევან თორიამ მედიისთვის ბრიფინგი გამართა. თორია თვითმკვლელობას გამორიცხავს და ამბობს, რომ ბიზნესმენი მოკლეს. ორგანიზაციის წევრის თქმით, „ტყვია მოხვედრილია გულში, ზევიდან ქვევით, რაც სრულად გამორიცხავს თვითმკვლელობას“. თორიას განცხადებით, „ზუგდიდის დაცვის პოლიციის უფროსი, ზვიად კილასონია და მისი სიძე ვინმე ირაკლი ჯიშკარიანი, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ემუქრებოდნენ გარდაცვლილ ჩუხუას ლიკვიდაციით, არსებობს ამის დამადასტურებელი SMS შეტყობინებები, რომელიც აქვს მოკლულის ოჯახს. 31 აგვისტო, ანუ ბიზნესმენის ლიკვიდაციის დღე იყო მუქარის და ზეწოლის პიკი, ჩუხუას რამდენჯერმე შეხვდნენ სხვადასხვა ადგილას კილასონია, ჯიშკარიანი და სხვები, რომლებიც მას აგრესიულად ექცეოდნენ, ბოლოს კი, ჩუხუას მანქანას გაედევნენ. და მაშინ, როცა რუზგენი გაჩერდა საკუთარ სახლთან საკუთარი მანქანით, მივიდნენ და იქ მოხდა გასროლა“ – განაცხადა ბრიფინგზე ლევან თორიამ. ამასთან, მისივე განცხადებით, რუზგენ ჩუხუას ჰქონდა ვალი 7 000 ლარის ოდენობით და ეს არ იყო ისეთი თანხა, რომ ამაზე ენერვიულა. ლევან თორია ამბობს, რომ გარდაცვლილ ბიზნესმენს რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების ქონებას ფლობდა და გარკვეულ ძალებს სურდათ  მისი ჩამოშორება.

რაც შეეხება გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს, შემთხვევიდან მეორე დღეს მათ მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ არა თვითმკვლელობა, არამედ ბიზნესმენის მკვლელობა მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახის ინიციატივით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც ჩაერთო.

 
 

სიახლეები

ქუთაისში, კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა

ქუთაისში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მესამე სართულზე განთავსებული,...

რუსებმა ბოლო 24 საათში უკრაინასთან ომში 1 370 ჯარისკაცი დაკარგეს

ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მტრის ჯამური დანაკარგებია:...

ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის – სააკაშვილი

თუ ჩვენ მკაფიო, თავისუფალი, პროდუქტიული გადასვლა გვინდა ამ უბედურებიდან, ბედნიერი მომავლის მოდელისკენ, ყველამ ეგოზე...

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ცნობით, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის. პაპუაშვილმა...