პური ხელიდან ხელში აღარ გადავა

0
434

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობა პირველი იანვრიდან   ფქვილისა და პურის რეგლამენტის მიღებას გეგმავს. მუშაობა პურის რეგლამენტზე   გასულ კვირას დასრულდა. რეგლამენტის თანახმად,    უმთავრესი  მოთხოვნებია, პური იყო ხრისხიანი,  შეიფუთოს და დაერთოს   ეტიკეტი, რომელზედაც უნდა მიეთითოს,  რომელი ხარისხის ფქვილისგან არის გამომცხვარი პური. პურის შიგთავსი სრულად  უნდა შეესაბამებოდეს   ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას .

პურის ტექნიკური რეგლამენტის შემოღება სირთულეებთან არის დაკავშირებული და ამ სირთულეების დაძლევის ერთერთი ფაქტორი და წინა საფეხური არის ფქვილის რეგლამენტის შემოღებაც , ეს უკანასკნელიც პურის რეგლამენტის მსგავსად  გულისხმობს ეტიკეტირების წესის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესის დაცვას, რათა ი იყოს უვნებელი და ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია შეესაბამებოდეს შიგთავსს .

არსებობს სტანდარტი, რომლის თანახმადაც, კონკრეტული წარმადობის პირობებში, მეწარმემ განსაზღვრული რაოდენობის პური უნდა გამოაცხოს – აცხადებს მინისტრი – . ახლა კი მწარმოებლები ერთმანეთს ეჯიბრებიან რაც შეიძლება მეტი პურის წარმოებაში. ამ სფეროში კონკურენციის არაჯანსაღი პირობებია: ვიღაც საღებავს ამატებს პურს, ვიღაც რაღაც ახალ ტექნოლოგიას იგონებს, ვიღაც კი საფუარში რაღაცას ურევს. 

მინისტრის თქმით, პურს სჭირდება სწორი მიდგომა,  ყველა ის პროცესი, რომელიც გათვალისწინებულია რეგლამენტით, ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს მოუწევთ ან ამ პირობების დაკმაყოფილება, ან ბაზრიდან გასვლა, – დასძინა დანელიამ. – როცა რძის რეგლამენტი დავნერგეთ, ვითარება, ფაქტობრივად, 1 კვირაში შეიცვალა და დახლებზე ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია მივიღეთ.

რაც შეეხება პურის გაძვირებას. მინისტრი ფიქრობს, რომ ეს  არ მოხდება,  თუმცა პურის მწარმოებლების თქმით,  რეგლამენტის შემოღება მათი პროდუქციის გაძვირების კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს , რადგან მასში განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. 

მოსახლეობა, ბუნებრივია, შეშფოთებულია პურის ფასების მოსალოდნელი ზრდით, მაგრამ როგორც ,,ოდიში ნიუსის'' ზუგდიდის პურის სავაჭრო წერტილებში მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვა მოწმობს, თავად მოვაჭრეებისა და მწარმოებლებისგან, განსხვავებით მიესალმება იმ მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრაზე მიმართულ ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც ბოლოს მოუღებს პურის შეუფუთავად ტრანსპორტირება – გაყიდვას და გაზრდის მის სანიტარულ დაცულობას. 

წინა სტატიაანაკლიის ,,მომავლის ბანაკში” სეზონი დაიხურა
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის პრეზიდენტი მათ, ვისაც სესხები დოლარში აქვთ აღებული, ურჩევს მიაკითხონ კომერციულ ბანკებს და მოსთხოვონ თავიანთი საკრედიტო ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაცია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური