მთავარისიახლეებიეკონომიკაეროვნული ბანკის პრეზიდენტი მათ, ვისაც სესხები დოლარში აქვთ აღებული, ურჩევს მიაკითხონ კომერციულ...

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მათ, ვისაც სესხები დოლარში აქვთ აღებული, ურჩევს მიაკითხონ კომერციულ ბანკებს და მოსთხოვონ თავიანთი საკრედიტო ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაცია

Published on

. არაფერი არ არის გასაკვირი და უცნაური იმაში, რომ მოსახლეობის ნაწილს გაურთულდა სესხების მომსახურება, განსაკუთრებით მათ, ვისაც დოლარში ჰქონდა სესხი გაეზარდათ სესხის მომსახურების ტვირთი. შესაბამისად, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, მათ უნდა მიაკითხონ კომერციულ ბანკებს და მოსთხოვონ მათ რესტრუქტურიზაცია საკუთარი საკრედიტო ხელშეკრულებების. ხოლო მეორე მხრივ, ბანკებმა უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური მოქნილობა და არავითარ შემთხვევაში არ დააკისრონ მოსახლეობას გაზრდილი პროცენტი და დამატებითი საურავები   რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ. მითუმეტეს, მიუღებელია მუქარა ე.წ. შავ სიაში მოხვედრით და ა. შ.", – განაცხადა დღეს ჯურნალისტებტან საუბარში  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, მთავრობამ, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა დააფიქსირონ თავისი პოზიცია რეფინანსირების ინსტრუმენტთან და მთლიანად მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ხოლო  საბანკო სექტორმა გამოიჩინოს მაქსიმალური მოქნილობა და სოციალური პასუხისმგებლობა. ქადაგიძის განცხადებით, ამ პროცესებს ეროვნული ბანკი ძალიან დეტალურად გააკონტროლებს და პროცესის მონიტორინგს განახორციელებს.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...