რამოდენიმე წუთის წინ ზუგდიდში, ახალგაზრდა მამაკაცმა კოსტავას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღება სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა ის ადგილზე დააკავა. ბანკში მყოფი თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელი ერთ-ერთ მოლარე ოპერატორთან მიიჭრა და სალაროში არსებული თანხა მოითხოვა. არსებული ინფორმაციით, მოლარე-ოპერატორმა განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა მოახერხა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღება სათამაშო იარაღით სცადა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას (ძარცვას) გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5-დან 7 წლამდე ვადით ემუქრება
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...