გუშინ ზუგდიდში გარდაცვლილი ბიზნესმენის რუზგენ ჩუხუას ოჯახის წევრებს გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ის მოკლულია. ამის შესახებ დღეს გარდაცვლილის მეუღლემ განაცხადა. მისი თქმით, საქმეში მოწმის სახით დაკითხული პირები გუშინ დააკავეს, თუმცა აცხადებენ, რომ დღეს ისინი გაათავისუფლეს. ოჯახის მოთხოვნაა დამნაშავეების კანონის სიმკაცრით დასჯა. ამასთან, ისინი საქმის გადაკვალიფიცირებასაც ითხოვენ. შსს ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ოჯახის ვერსიით, რუზგენ ჩუხუა მოკლეს. გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლის რუზანა მარკარიანის განცხადებით, შემთხვევამდე რუზგენ ჩუხუას პირად მობილურ ტელეფონზე იყო მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები და მისი თქმით, მას დაცვის პოლიციის უფროსი ზვიად კილასონია ემუქრებოდა. რუზანა მარკარიანის თქმით, კილასონია თანხის დაბრუნებას ითხოვდა და ამის თაობაზე რამდენიმეჯერ იყო ჩუხუასთანს სახლში მისული. შემთხვევის დღეს კი ბიზნესმენთან სახლში ზვიად კვარაცხელია სიძეებთან ერთად მივიდა. გარდაცვლილის მეუღლე იხსენებს, რომ სწორედ მათი შეხვედრის შემდეგ ჭიშკართან იპოვა მეუღლე გარდაცვლილი. ოჯახის ინიციატივით საქმეში ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტი. მაია ნიკოლეიშვილი საქმეში არსებულ საეჭვო დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მან ქუთაისში ჩატარებულ ექსპერტიზაშიც მიიღო მონაწილეობა. ზუგდიდში მოღვაწე ბიზნესმენი რუზგენ ჩუხუა გარდაცვლილი გუშინ საკუთარ მანქანაში იპოვეს. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. შსს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სიახლეები
სიახლეები
20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...
სიახლეები
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე
დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...
სიახლეები
ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...
სიახლეები
კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა
ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...