მთავარისიახლეებიექსკლუზივი"რუსთავი 2 შენთვის" - მრავალათასიანი კონცერტი ზუგდიდში

“რუსთავი 2 შენთვის” – მრავალათასიანი კონცერტი ზუგდიდში

Published on

გორში, ფოთში და ბათუმში წარმატებით ჩატარებული კონცერტების შემდეგ რუსთავი 2 ზუგდიდს ეწვია. გრანდიოზული კონცერტი ქალაქში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ სკეიტპარკში ჩატარდა. კონცერტის დაწყებამდე რუსთავი 2-ის ცნობილი სახეები და კომედი შოუს მსახიობები ტელეკომპანია „ოდიშს“ სტუმრობდნენ. არხის ეზოში კი მათ გულშემატკივრები და თაყვანისმცემლები ელოდნენ.
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ღონისძიება დღის 4 საათზე ბავშვებისთვის გაიხსნა. ამ დროიდან საღამოს 8 საათამდე პატარებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა სხვადასხვა ატრაქციონებზე ეთამაშათ. საღამოს 8 საათზე კი შოუს მთავარი ნაწილი დაიწყო, სცენაზე კომედი შოუს მსახიობები გამოვიდნენ. მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე მსახიობებმა საზოგადოებისთვის საყვარელი ნომრები შეასრულეს, რასაც მაყურებლების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.
 არხის მეგა-პროექტების იქს ფაქტორის, ნიჭიერის და საქართველოს ვარსკვლავის მომღერლების გამოსვლისას კოკისპირული წვიმაც წამოვიდა, თუმცა მრავალათასიან მაყურებელს ვერც უამინდობამ გაუფუჭა განწყობა. მომღერლების მიერ შესრულებულ სიმღერებს მაყურებელიც აჰყვა. განსაკუთრებული ოვაციები კი წლევანდელი იქს ფაქტორის გამარჯვებულის გიორგი ნაკაშიძის გამოსვლას და მის მიერ შესრულებულ კომპოზიციას მოჰყვა. სცენიდან მაყურებლებს განსაკუთრებული სიყვარულისა და გვერდში დგომისთვის მადლობა არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ, პოპულარული შოუების წამყვანებმა – ნანუკა ჟორჟოლიანმა და მაია ასათიანმა გადაუხადეს.
რუსთავი 2-ის კონცერტი კახაბერი და ხანუმების და ჯგუფ გამოუვალი მდგომარეობის კონცერტით დასრულდა. კახაბერი და ხანუმების შოუმ მაყურებლებში ბევრი ააცეკვა, ხოლო ჯგუფი გამოუვალი მდომარეობის სიმღერები ფართოდ აიტაცეს. 
რუსთავი 2-ის კონცერტით „რუსთავი 2 შენთვის“ კმაყოფილი იყვნენ როგორც მაყურებლები ასევე არხის გენერალური დირექტორი და მარკეტინგის უფროსი. ნიკა გვარამიას თქმით, პროექტი შედგა
წინააღმდეგობების მიუხედავად რუსთავი 2 საკონცერტო ტურნეებს საქართველოს მასშტაბით განაგრძობს. ზუგდიდიდან არხის პოპულარული სახეები უახლოეს პერიოდში ქუთაისში ჩავლენ.
ავტორი: ლევან კალანდია
 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...