განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტების მჯდომარე აქცია მიმდინარეობს

0
457
 
 
 

აბიტურიენტები და მათი მშობლები ე.წ. მეორადი ჩარიცხვების საკითხში განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ,ისინი  უსამართლოდ მიიჩნევენ იმას, რომ საშუალო დონის ქულებით ვერც ერთ უნივერსიტეტში ვერ მოხვდნენ.
განათლების სამინისტროს შესასვლელთან  მიმდინარეობს  მჯდომარე აქცია, რომელიც პროტესტის გამოხატვის ფორმად შერჩეულ იქნა მას შემდეგ, რაც   გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  მაია მიმინოშვილმა დაადასტურა,  რომ  მეორადი ჩარიცხვები წელს აღარ მოხდება .„რამდენჯერაც სურდათ, იმდენჯერ შეეძლოთ შეეცვალათ თავისი არჩევანი, მაგრამ ეს მათ არ გააკეთეს. არ არის სამართლიანი, რომ გარკვეულ რაოდენობას შესაძლებლობა მივცეთ და ვიღაც დავჩაგროთ,“ – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
 აბიტურიენტებს, რომელთაც  შეკრება  განათლების სამინისტროსთან  გუშინ დაიწყეს, წუხელ, გვიან ღამით  განათლების მინისტრის  თამარ სანიკიძის მრჩეველი  შეხვდა, თუმცა მან ვერ გასცა პასუხი კითხვას, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს განათლების სამინისტრო მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით. ახალგაზრდებს იმედები გაუცრუა  დღეს დილით გამართულმა შეხვედრამაც    შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.  
მჯდომარე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ, თუ საჭირო გახდა,  მათ შეუერთდებიან აბიტურიენტები რეგიონებიდანაც და აქციას არ შეწყდება. 
აბიტურიენტების პროტესტს ნიუპოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში ეხმიანება ყოფილი განათლების მინისტრი დიმიტრი შასკინი:  ,,მეორადი ჩარიცხვების პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და ჩემი მინისტრობის პერიოდში ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა. ერთი მხრივ მეორადი ჩარიცხვები ხელს უშლიდნენ უმაღლეს სასწავლებლებს, რომ სწორად დაეგეგმათ და დროულად დაეწყოთ სწავლა, რადგან მეორადი ჩარიცხვების დროს სტუდენტების ჩარიცხვი და გრანტების გაცემის პროცესი მიდის ხანგრძლივად და უნივერსიტეტები ვერ იწყებდნენ სწავლას ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. თუმცა მეორეს მხრივ, მეორადი ჩარიცხვების გარეშე ზარალდებოდა როგორც სტუდენტი, რომელმაც გადალახა ზღვარი, ასევე ზარალდებოდა უნივერსიტეტი, რომელსაც აკლდებოდა სტუდენტი, შედეგად აკლდებოდა ფინანსები. ამიტომ 2010 წელს ჩემი ბრძანებით, აბიტურიენტის მიერ შემოსახაზი უნივერსიტეტების რაოდენობა 7-დან გავზადეთ 20-მდე. ამით ჩვენ მოვაგვარეთ ყველანაირი პრობლემა და დამატებითი ჩარიცხვების მექანიზმები საჭირო აღარ იყო. 2011-2012 ეს პრობლემა საერთოდ აღარ იდგა.
რობლემა არის ის, რომ სამინისტრომ არ ჩაატარა შესაბამისი კამპანია და ვერ აუხსნა ბავშვებს რა პრინციპით უნდა შემოეხაზათ უმაღლესი სასწავლებლები. იმის გამო, რომ სამინისტროს დაეზარა აქტიური მუშაობა, მივიღეთ ის სურათი, რომ დაზარალდა რამდენიმე ათასი ბავშვი და დაზარალდნენ უნივერსიტეტები, რომლებიც დარჩნენ სტუდენეტების გარეშე. ცარიელი ადგილი ნიშნავს იმას, რომ როცა აცხადებს მიღებას, მათ ჰყავთ უკვე აყვანილი პროფესორები, შექმნეს ინფრასტრქტურა და ა.შ. გამოდის რომ უნივერსიტეტებმა მიიღეს ფინანსური ზარალი“ – განაცხადა შაშკინმა.
პასუხად კითხვაზე, თუ რამდენად გამართლებული იქნება მეორადი ჩარიცხვების დაშვება, შაშკინი ამბობს, რომ ეს არის არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ,,ამ წუთისთვის რთული გადაწყვეტილებაა მისაღები. ამავდროულად მთავარი, ჩემი სუბიექტური აზრით, .  რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სახელმწიფომ, მთავარია, რომ ამ ბავშვების ინტერესებიდან გამოვიდეს. მე მესმის, რომ არსებობს უნივერსიტეტების ფინანსური ინტერესები, არსებობს სტრატეგიული განვითარების გეგმა და ა.შ. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე რამდენიმე ბავშვის ბედი. მე არ ვამბობ, რომ ათასობით… რამდენიმეც რომ არ დარჩეს ამ უსამართლობაში, ესეც მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს ნებისმიერი უწყება არის ხალხისთვის და არა ხალხი სამინისტროებისთვის. ამიტომ უნდა გამოვიდეთ ამ ხალხის ინტერესებიდან“ – განაცხადა შაშკინმა.
 

წინა სტატიადადიანების ბზის ხეივანი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული
შემდეგი სტატიაუკრაინის რადასთან შეკრებილ დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის შეტაკება მოხდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური