მთავარისიახლეებიუკრაინაუკრაინის რადასთან შეკრებილ დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის შეტაკება მოხდა

უკრაინის რადასთან შეკრებილ დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის შეტაკება მოხდა

Published on

უკრაინსკაია პრავდას ცნობით, კიევში, უმაღლესი რადას შენობასთან დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის შეტაკება მოხდა. დემონსტრანტთა რიგებიდან სპეცრაზმელებს საბრძოლო ხელყუმბარა ესროლეს, დაშავებულია ათამდე სამართალდამცველი, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა  მძიმეა. .

უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც სეპარატისტთა მიერ დაკავებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიისთვის  განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. ასეთი ცვლილებების მიღებას მინსკის შეთანხმება ითვალისწინებს.

რადას შენობასთან დილიდან შეიკრიბა რამდენიმე ათასი მომიტინგე, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ გამოდის.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...