მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთი - რუს სამხედროთა სასწავლო პოლიგონი თუ პლაცდარმი ,,მიწების შემოკრების'' პოლიტიკისთვის ?

აფხაზეთი – რუს სამხედროთა სასწავლო პოლიგონი თუ პლაცდარმი ,,მიწების შემოკრების” პოლიტიკისთვის ?

Published on

სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის სადაზვერვო ქვედანაყოფებმა დაასრულეს სწავლება ცაბალის ( წებელდის) მთიან პოლიგონზე,

სამხედრო მოსამსახურეებმა მთისა და ტყის მასივის პირობებში გაიარეს წვრთნა საბრძოლო  დაზვერვის , პირობითი მოწინააღმდეგის კომუნიკაციების მწყობრიდან გამოყვანის ხერხებში, ჩასაფრების მოწყობისა და უეცარი თავდასხმების  ტაქტიკაში, თანამედროვე ციფრული კავშირებისა და ნავიგაციის   საშუალებების გამოყენებაში – ნათქვამია  პრესსამსახურის ინფორმაციაში. წვრთნების ფარგლებში მზვერავებმა შეასრულეს აგრეთვე ნორმატივები სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო იარაღიდან სროლაში, შეიძინეს ქვიშიან ადგილებში სამხედრო ტექნიკის ტარების უნარ-ჩვევები.  

სწავლება პოლიგონზე დასრულდა სამდღიანი შეჯიბრებებით საუკეთესო საბრძოლო მზვერავის წოდების მოსაპოვებლად, ამ შეჯიბრერებების ფარგლებში სამხედროებმა მოახდინეს თავიანთი ოსტატობის დემონსტრირება პირობითი მოწინააღმდეგის  ზურგში დივერსიული მოქმედების   ორგანიზებაში,  კამუფლირებული  ღამისსათევების მოწყობაში სახელდახელო საშუალებებით და ადგილობრივი რელიეფის გათვალისწინებით.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...