მთავარისიახლეებიეკონომიკაგაუფასურებული ლარი - პროგნოზები და კომენტარები

გაუფასურებული ლარი – პროგნოზები და კომენტარები

Published on

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2,40 ლარს აღწევს. ეს კურსი თიბისი ბანკში ფიქსირდება. იგივე კურსია საქართველოს ბანკშიც. 2,35 ლარად ერთი აშშ დოლარის ყიდვა მხოლოდ რესპუბლიკა ბანკშია შესაძლებელი. რაც შეეხება ევროს, ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში ის 2,60 – 2,63 ლარს შეადგენს. არსებულ ვითარებაზე კომენტარები კეთდება როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციაში. თავისუფალი დემოკრატების წევრი ვუქტორ დოლიძე ამბობს, რომ შემოდგომა იქნება ძალიან რთული. "მარტო ბიუჯეტის კორექტირება ლარს ვერ გაამყარებს, თუ არ გაქვს მკაფიოდ გამოკვეთილი ეკონომიკური პოლიტიკა, სამუშაო ადგილების შექმნის რეალური მეთოდოლოგია და საინვესტიციო პოლიტიკა. შემოდგომა ძალიან რთული იქნება და კლებას არ ველოდები. უნდა შევეგუოთ, რომ თითის გაშვერა და სხვაზე გადაბრალება დავასრულოთ,“- აცხადებს ვიქტორ დოლიძე. „ჩვენ პირველივე სხდომაზე მთავრობის გადადგომის საკითხს მოვითხოვთ,"- ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს ზურაბ მელიქიშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება მთავრობის მიერ სამოქმედო გეგმის არასებობას უკავშირდება. „გაუფასურება 40%-მდე არის, რაც პირდაპირ აღარიბებს საქართველოს მოსახლეობას, ამის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან გეგმის არქონა, უუნარობა. ინვესტიციები პირდაპირ არის შემცირებული, ფასები და უმუშევრობა იზრდება, მოსახლეობასთან ერთად ქვეყანა ღარიბდება. ჩვენ პირველივე სხდომაზე მთავრობის გადადგომის საკითხს მოვითხოვთ,"-განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა. სიტუაციის ხელოვნურად მართვაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე. მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევის შემდეგ არსებული მდგომარეობა დასტაბილურდება. „ოფიციალური კურსი ნაკლებია, ეს კომერციულმა ბანკებმა თავინათი კურსი დაადგინეს, თუმცა ეს არ მიმაჩნია, რომ სწორი ქმედება იყოს. კანონპროექტი რომელსაც პრეზიდენტის ვეტო ადევს, იმედი მაქვს, რომ პარლამენტი როგორც შეიკრიბება ვეტო დაიძლევა, მიზეზს ვხედავ ამ გაურკვევლობაში, რომლითაც მავანი და მავანი სარგებლობს,"- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ. 
 
ავტორი: ლევან კალანდია

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...