მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალური მოძრაობა ბოიკოტს უერთდება და ვადამდელი არჩევნებისთვის იბრძოლებს

ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს უერთდება და ვადამდელი არჩევნებისთვის იბრძოლებს

Published on

ნაციონალური მოძრაობა უერთდება 2015 წლის შუალედური არჩევნების ბოიკოტს 

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, 2015 წლის შუალედური არჩევნები ამომრჩეველის შეცდომაში შეყვანა და საბიუჯეტო თანხების ფუჭი ხარჯვაა. მისი თქმით, ორი ახალი პარლამენტარი ქვეყანას არსებული კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. 

როგორც რატიანი აცხადებს, ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის იბრძოლებს. 

შეგახსენებთ, რომ შუალედურ არჩევნებს, რომლებიც უნდა ჩატარდეს მარტვილისა და საგარეჯოს საარჩევნო უბნებში, არასაპრალმაენტო ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. გუშინ ამ გადაწყვეტილებას შეუერთდა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პარტია ,,თავისუფალი დემოკრატებიც'' 

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...