მთავარისიახლეებისაზოგადოებაექნებათ თუ არა არჩევანის შესაძლებლობა მარტვილის ოლქის ამომრჩევლებს

ექნებათ თუ არა არჩევანის შესაძლებლობა მარტვილის ოლქის ამომრჩევლებს

Published on

დღეს გახდება ცნობილი, შეუერთდება თუ არა ნაციონალური მოძრაობა შუალედური არჩევნების ბოიკოტს, რომელსაც რამდენიმე პოლიტიკური პარტია აცხადებს. გუშინ არასაპარლამენტო ოპოზიციის გადაწყვეტილებას  ბოიკოტის შესახებ მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს თავისუფალმა დემოკრატებმა.

 პოლიტიკური პარტიების მიერ შუალედური არჩევნებისთვის  ბოიკოტის გამოცხადებას აქტიურად ეხმაურებიან  ანალიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები 

მათი თქმით, საკითხის გააქტიურებისთვის პოლიტიკოსებმა ყველა ლეგიტიმური გზა უნდა გამოიყენონ. თუმცა არჩევნებში მხოლოდ ერთი პოლიტიკური მოძრაობის მონაწილეობა საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს დადებითად არ წარმოაჩენს.

გამოითქმის ვარაუდი, რომ  ბოიკოტის შედეგად შესაძლებელია ოქტომბერში მარტვილის და საგარეჯოს ოლქებში არჩევნებზე მისულ მოსახლეობას არჩევანის გაკეთების საშუალებაც აღარ ჰქონდეს და აქ მხოლოდ ერთი პარტია იყოს წარმოდგენილი.

 „ბოიკოტი კონკურენტულ, თავისუფალ სამართლიან გარემოზე უარყოფითად აისახება. მაგრამ ასეთ დროს, როდესაც ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების პოზიციას არ განიხილავს, ბოიკოტი გამართლებული შეიძლება იყოს, რადგან ეს კონკურენტული სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად," -აცხადებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების  აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია. 

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს არასაპარლამენტო ოპოზიციამ გაავრცელა სპეციალური განცხადება,   რომელშიც განმარტავს შუალედური არჩევნებისთვის გამოცხადებული  ბოიკოტის მიზეზებს და ქართულ ოცნებას წინასაარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაში, მათ შორის საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაპირების უგულვებელყოფაში  ადანაშაულებს.

,,მიგვაჩნია, რომ ამ პირობებში არანაირი აზრი არა აქვს 2015 წლის ოქტომბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას (მარტვილის და საგარეჯოს ოლქებში) და ზემოთქმულიდან გამომდინარე: ბოიკოტს ვუცხადებთ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს. '' ნათქვამია განცხადებაში

შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს პოლიტიკური პარტიებმა: ახალი მემარჯვენეები, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა,ევროპელი დემოკრატები, ეროვნულდემოკრატიული პარტია, თავისუფალი საქართველო, ლეიბორისტული პარტია, რეფორმატორები,  სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, ტრადიციონალისტთა კავშირი,  ქრისტიან–დემოკრატიული პარტია, ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა .

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...