მთავარისიახლეებისამართალიდევნილთა ყოველთვიურ შემწეობაზე ყადაღა და საინკასო დავალება არ გავრცელდება

დევნილთა ყოველთვიურ შემწეობაზე ყადაღა და საინკასო დავალება არ გავრცელდება

Published on

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით დღეიდან დევნილთა ყოველთვიურ შემწეობაზე ყადაღა და საინკასო დავალება არ გავრცელდება.  

ცვლილება განხორციელდა "საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებაში.

ცვლილების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა და საინკასო დავალება არ გაავრცელოს იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები "სახელმწიფო პენსიის შესახებ", "სოციალური დახმარების შესახებ", "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" და "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით. ადრე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული არ იყო ანგარიშები, სადაც დევნილთა შემწეობის თანხები ირიცხებოდა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბანკო დაწესებულება ვალდებული ხდება საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა და საინკასო დავალება არ გაავრცელოს იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები "სახელმწიფო პენსიის შესახებ", "სოციალური დახმარების შესახებ", "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" და "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით. ადრე მოქმედი რედაქციით ამ შემთხვევაშიც არ იყო გათვალისწინებული ანგარიშები სადაც დევნილთა შემწეობის თანხები ირიცხებოდა.

სიახლეები

კვების ობიექტებში პლასტმასის კონტეინერებისა და ჭიქების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა

კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვა 2027 წლამდე გადავადდა....

1-ელი სექტემბრიდან მანქანების ხმაურის დონეს პორტატული აპარატურით შეამოწმებენ

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მანქანების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი...

“ივანიშვილი არის დასამხობი” – ამ ფრაზისთვის ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას - "ბიძინა ივანიშვილი და მისი...

ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა – რომან გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა. დღეს მთავრობამ განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო ააშენებსო. აშენება...