ყველაზე მთავარი რუსეთში ოქტომბერში დაიწყება და დეკემბერში დასრულდება

0
476

პიესა სახელად ,,მიწების შემოკრება“ დასასრულს უახლოვდება. ეს აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც  ფასები ნავთობზე 50 დოლარზე ქვემოთ დაეცა, ხოლო რუსეთში ტრაქტორებით იმპორტული პროდუქტების საჩვენებელი  ჭყლეტა დაიწყო.   რა იქნება შემდეგ?

წლევანდელი აგვისტოს დადგომიდან  რამდენიმე სხვადასხვა, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული მოვლენა მოხდა: ირანი ნავთობის ბაზარზე გადის და მისთვის ხელმისაწვდომი ხდება არამხოლოდ დასავლური კრედიტები, არამედ მსხვილი ინვესტიციებიც. რის სანაცვლოდ მიიღო მან ეს,  ჯერჯერობით ნაკლებად მნიშვნელოვანია – ირანში ემირატების მსგავსად ცხოვრება მოისურვეს და ამას 10 – 15 წელიწადში მიაღწევენ კიდეც.

ჩინეთმა რკინიგზის შტო რუსეთის გვერდის ავლით ახალი აბრეშუმის გზის მარშრუტზე გადაატარა – და სულაც  არ არის გასაკვირი, რომ ოდესაში სატრანსპორტო ტერმინალების მნიშვნელოვანი გაფართოება იგეგმება. უკრაინული პორტები მზად არიან იმუშაონ ორი მიმართულებით: ევროპიდან – აზიაში და აზიიდან – ევროპაში. ტერმინალები ფართოვდება რუსეთში  სანქცირებული პროდუქტების ტრაქტორებით ჭყლეტის ფონზე.

და აი,  რუსეთისთვის კიდევ ერთი არახელსაყრელი გარემოებაც – აშშ – ში ნავთობის საცავები მოულოდნელად იმდენად გადაივსო, რომ აუცილებელი გახდა მათი სასწრაფო გაყიდვა და ამასთან გაყიდვა ევროპაში.

ნავთობზე ფასების დაცემის ფონზე საუდის არაბეთი გეგმავს ნავთობის მოპოვების არათუ შემცირებას, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდას. ეს გასაგებიც არის – ენერგომატარებლებზე ფასების ვარდნა ხანგრძლივი მოქმედების ტრენდია მომდევნო 10- 15 წლისათვის.

რატომ? იმიტომ, რომ ,აშშ ანალიტიკოსების გათვლებით, საკუთარ ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების გაზრდით მიღებული მოგება მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს ქვეყნის ეკონომიკას და იგი  მნიშვნელოვან მოგებას ნახავს.

ობამას სურვილია მაღალი თანამდებობიდან წავიდეს  არა როგორც მხოლოდ მშვიდობისმყოფელი, არამედ როგორც პრეზიდენტი, რომელმაც სატაგნაციიდან  გამოიყვანა ამერიკული ეკონომიკა და მას ეს, როგორც ჩანს, გამოუვა კიდეც.

და აქ, უეცრად ჩამოიშალა ჩინეთის საფონდო ბაზარიც! როგორ ფიქრობთ, ვინ ჩამოშალა ის? დიახ, მართალია, – მან, ვინც მას ცეცხლი შეუნთო,  მაგრამ არამც და არამც ჩინეთის ხელისუფლებამ. მაშ რატომ და რისთვის გააკეთა ეს მან, ვინც გააკეთა? პასუხი მარტივია – იმისათვის, რომ ამერიკული ეკონომიკის ზრდის კვალდაკვალ  ინვესტორები ჩინეთიდან გავიდნენ და  აშშ-ს მიაწყდნენ. ეს მეტად საინტერესო ტენდენციაა უახლოესი ათწლეულისთვის, მით უფრო ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა  და სამრეწველო 3D პრინტირების ფონზე. მოკლედ ტექნოლოგიური სიურპრიზები ჯერ მხოლოდ იწყება.  

რა ხდება ამ დროს რუსეთში? გაზპრომი და როსნეფტი ფაქტობრივად გაბანკროტებული არიან და ეს პროცესი 2015 წლის ბოლოსათვის საბოლოო ქვედა ნიშნულს მიაღწევს. საქმე ისაა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების გაუქმების არანაირი პერსპექტივა  არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს უახლოეს 5 წელიწადში ნავთობისა და გაზის გაყიდვის  გაზრდის შესაძლებლობა. ფასები ეცემა, ახალი გაზგაყვანილობები აიგება დიდი – დიდი   შვიდი წლის შემდეგ, თუკი, რა თქმა უნდა, საამისო ფული მოიძებნება. სეჩინმა უკვე მოახსენა პუტინს, რომ პრობლემები შეიქმნება ბენზინის წარმოებაშიც, რადგან ,,ნავთობის ფასების 40 დოლარამდე დაცემის პირობებში რუსეთში ბენზინის წარმოება არახელსაყრელი იქნება. ‘’

ამასობაში კი არმიას ზრდიან, გარდა ამისა იწვის ციმბირი და ხანძარს არათუ აქრობენ, ვიღაც გუდასმით აჩენს და აჩენს. და საინტერესოა ვინ არის ეს ,,ვიღაც“ ?

ციმბირში  ჩინეთს  ორმოცდაათწლიანი  იჯარით აქვს აღებული მიწები, რომელთა ფართობი უდრის  ყირიმისა და დონბასის ტერიტორიებს, ერთად აღებულს. ჩინეთისთვის დაწესებული  წლიური იჯარის ფასი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ერთი ამერიკული ავიაგამანადგურებლისა.

და აქ უეცრად იწყება რუსეთის ქონების დაპატიმრება ევროპაში იუკოსის სასამართლო გადაწყვეტილებით, დაპატიმრებაში ჩემპიონია საფრანგეთი, ,,ჩვენი ძველი და საიმედო მეგობარი“.

ძნელი არ არის მიხვდე, როგორ მოხდა, რომ მოსკოვში თოვლსაწმედმა მანქანამ ,,შემთხვევით“ გაიტანა საფრანგეთის უმსხვილესი ენერგოკომპანიის ,,ტოტალის“  პრეზიდენტი.

ფრანგები  სულელები არ არიან – ეს კაჩინსკის თვითმფრინავი არ არის და  ფრანგებმა არ დაიჯერეს, რომ ყველაფერი ამინდის გაუარესებული პირობების გამო მოხდა.

და აი, ბოლო ალუბალიც დასკუპდა ტორტზე  –  ანუ სახელმწიფო ვალი – სანქციების, ნავთობზე ფასების ზრდის, სახელმწიფოსა და ოლიგარქების ქონების დაპატიმრების ფონზე.

კორპორაციული და სახელმწიფო გადასახადების პიკი აგვისტო- სექტემბრის მიჯნაზე და დეკემბერზე მოდის ანუ მსხვილი თანხების გადახდის დრო ახლოვდება. მაგრამ ქონების ნაწილი საზღვარგარეთ დაყადაღებული და რუსეთის სტაბ ბანკი რეალურად არა 300, არამედ 150 მილიონი დოლარია. ჭამა კი ყველას სჭირდება. ამასთან რუსეთი არამხოლოდ უკრაინას ეომება, არამედ დიდი ხანია გახსნილი აქვს მეორე ფრონტი კავკასიაში, სადაც მის წინააღმდეგ გამოდიან დაღესტნელი და ჩეჩენი მეამბოხეები. ისლამური სახელმწიფოც, რომელიც არ შექმნილა ფე-ეს ბე-სა და გრუ – ს გარეშე, მოულოდნელად გამოჩნდა რუსეთის სამხრეთშიც.

იმას, რაც რუსეთში შემოდგომაზე მოხდება, შეიძლება დომინოს ეფექტი ეწოდოს. როგორც რუსები იტყვიან, კაცს ჭამა გინდა, ყველაფერი კი მოულოდნელად გაქრა. ეს განსაკუთრებით საჩინო გახდება რუსეთის განაპირა რაიონებში გაქსუებული მოსკოვის ფონზე. და რუსები ერთ დღეს, მაგალითად, ჩიტადან .ლოზუნგით ,,კრიმ  ნაშ!'' გაწვეული და  შინ თუთიის კუბოთი დაბრუნებული ახალგაზრდების მშობლები სასურსათო მაღაზიებში ცარიელ დახლებსღა იხილავენ.

მაგრამ უკრაინაში დაღუპულ ახალგაზრდებსა და პარმეზანს ვინ ჩივის, ვის ეცლება პარმეზანისთვის ოქტომბერში გარდუვალი ბიუჯეტის გარღვევისა და ციმბირის, ჩრდილოეთის, არაშავმიწანიადაგიანი რეგიონების სასურსათო ბაზრებზე ატეხილი პანიკის პირობებში,  როცა დოლარი 120 რუბლი გახდება, ხოლო  ბელორუსიდან იმპორტირებული კარტოფილი –  დელიკატესი.

პირველი მშიერი ბუნტები პერიფერიებიდან დაიწყება, დეკემბერში  მოსკოვი, რასაკვირველია ჯარებს გაგზავნის ციმბირსა და ჩრდილოეთში და ამბოხებულების მიწასთან გასწორებას შეეცდება. მაშინ აუცილებელი გახდება მოიხსნას ლოზუნგი ,,კრიმ ნაშ!“ ( ,,ყირიმი ჩვენია!’’ ) და აქ პუტინი რქებს წაიმტვრევს, რადგან ყირიმის მოულოდნელი დაბრუნება უკრაინისთვის მისი უძლეველობის შესახებ მითის კატასტროფით დამთავრდება. 

 

ვიქტორ შევჩუკი,

,,ნოვოსტი როსსიი"

 

წინა სტატიადღეს დილით ზუგდიდის მიმღებ პუნქტებში თხილს მოსახლეობისგან საშუალოდ 6,5 ლარად იბარებდნენ
შემდეგი სტატიამარტვილის, აბაშისა და სენაკის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეეზღუდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური